ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ტყეში მდებარეობს, შეიძლება ტყის არაუმეტეს 20 ჰექტარი ჰქონდეს, რაც ტყის სწორად შენარჩუნებისა და მართვის საშულებას იძლევა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონკრეტულ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ბუნებრივად ტყეში მდებარეობს, შეიძლება ტყის არაუმეტეს 20 ჰექტარი ჰქონდეს, რაც მინისტრის განმარტებით, ტყის სწორად შენარჩუნებისა და მართვის საშულებას იძლევა.

„პირველ რიგში, „ტყის კოდექსი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ტყის ახლებურად, მდგრადი მართვის პრინციპებით შენარჩუნებას უწყობს ხელს. ეს არის ფუნდამენტური საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელსაც იმედი მაქვს, პარლამენტი უკვე საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს.

იცით, რომ მნიშვნელოვანი ეტაპები, მათ შორის, საპარლამენტო განხილვების გავლილია. რაც შეეხება თემას, რომელსაც მოყვა სპეკულირება, მინდა განვმარტო, რომ „ტყის კოდექსი“ შემუშავებულია ტყის მართვის ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს შეიქმნა. როდესაც საუბარია იმაზე, რომ გარკვეულწილად ეს არის საარჩევნო ინსტრუმენტი საპატრიარქოსთან ურთიერთობის კუთხით, ვფიქრობ, ეს საფუძველს მოკლებულია. უბრალოდ ადამიანებმა გაიგეს დღეს, როდესაც დოკუმენტი არსებობს მრავალი წლის განმავლობაში და მრავალი წლის განმავლობაში იხილება სხვადასხვა ფორმატში, სპეციალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან თუ მთავრობათაშორის სხვადასხვა ფორმატში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

რაც შეეხება ეკლესიისთვის გადაცემას, როგორც დავითაშვილმა განაცხადა, „ტყის კოდექსი“ ტყის კატეგორიებს ახლებურად აწესრიგებს, ხოლო ეკლესია-მონასტრებს და საპატრიარქოს სხვადასხვა უწყებას ტყე მიჩენის უფლებით აქვთ მიცემული.

„სახელმწიფო ტყესთან ერთად განისაზღვრა მათ შორის მუნიციპალური, კერძო და ასე შემდეგ, სხვადასხვა კატეგორიის ტყეები. ასევე ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ტყეები განისაზღვრა როგორც სამეურნეო, რეკრეაციული, განსაკუთრებული დაცვის და ასე შემდეგ, ასე რომ მთელი რიგი მიდგომები შეიცვალა და ამ კონტექსტში რეალობის ასახვა მოხდა. რეალობა არის ის, რომ დღეს მთელ ეკლესია-მონასტრებს და საპატრიარქოს სხვადასხვა უწყებას გააჩნია ტყე მიჩენის უფლებით, აქ საუბარია იმაზე, რომ მათ, გარკვეული ფორმებით და პირობებით ჰქონდეთ ტყის გამოყენების საშუალება და ეს პირობები მკაცრად არის განსაზღვრული კოდექსით. ყველა ტყე იმართება ტყის კოდექსის პრინციპების შესაბამისად და ეს მოექცა რეგულირების სფეროში, განისაზღვრა კონკრეტული რაოდენობები, კონკრეტულ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ბუნებრივად ტყეში მდებარეობს, შეიძლება ჰქონდეს არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყისა, რაც ასევე ტყის სწორად შენარჩუნებში და მართვის საშულებას მოგვცემს. ხშირ შემთხვევაში, ის სუბიექტი, რომელიც ტყესთან უფრო ახლოს არის და დაინტერესებულია ტყის უკეთესი სანიტარული მდგომარეობით, უფრო უკეთესად განახორციელებს ტყის მოვლას, მაგრამ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავს, ეს უნდა იყოს კოდექსით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად. ამიტომ ასეთი ხმაური ამ საკითხის გარშემო, ჩვენთვის საკვირველი იყო“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა