არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე - არ გამოვრიცხავ, ხვალ თქვან, რომ “დამხობა”  მერიონ რასელის ნახატია

არ გამოვრიცხავ, ხვალ თქვან, რომ “დამხობა” არის მერიონ რასელის ნახატი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რითაც მერაბიშვილის განცხადებებზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის ამ ნაწილს დესტრუქციული დღის წესრიგი აქვს.

„მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი. მათი მიზანი არ არის დემოკრატიული არჩევნები და შეთანხმება რაიმეზე, მათი მთავარი მიზანი, პოლიტიკური სურვილი და მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია და რაიმე ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის შექმნის საშუალებას და მომავალთან დაკავშირებით მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით.

„მე დღეს მოვისმინე ბატონი რომან გოცირიძის საოცარი განცხადება, სადაც, მან თქვა, რომ “დამხობა” არის მხატვრული სიტყვა, არ გამოვრიცხავ, რომ უკვე ხვალ თქვან, რომ “დამხობა” არის მერიონ რასელის ნახატი. ასე ეცდებიან ეს ადამიანები, რომ თავისი უპასუხისმგებლობა აჩვენონ სახელმწიფო ინტერესების მიმართ. რეალურად, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას. ჩვენ გვჯერა ჩვენი საზოგადოების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და პატივს ვცემთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი მიიღებენ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების გზით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს