ლევან კობერიძე - ვანო მერაბიშვილი არანაირად არ არის ნელსონ მანდელა

ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელთანაც ვანო მერაბიშვილი მოხვდება, იმ დანაშაულებით დამძიმდება, რომელიც მერაბიშვილს წინა რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად აქვს ჩადენილი, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობერიძე აღნიშნავს, მისთვის გაუგებარი და მიუღებელია, როგორ შეიძლება ვანო მერაბიშვილი, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან გამომდინარე, ისევ საჯარო პოლიტიკაში იყოს წარმოდგენილი.

კობერიძე ასევე, გამოეხმაურა მერაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი გატეხვა სურდა, თუმცა, ეს ვერ შეძლო. დეპუტატის თქმით, ვანო მერაბიშვილი ნელსონ მანდელა არ არის.

„ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში აპირებს ყოფნას და მასთან მოხვდება ვანო მერაბიშვილი, დამძიმდება იმ დანაშაულებით, რომელიც მერაბიშვილს წინა რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად აქვს ჩადენილი. მას კონკრეტულ დანაშაულებზე, მათ შორის პოლიტიკური კონტექსტის და ადამიანების სიკვდილთან დაკავშირებულ დანაშაულებზე ჰქონდა ბრალი მისჯილი. ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია, ასეთი ადამიანი ან თვითონ როგორ პოულობს თავის თავში იმის ძალას, რომ თურმე კიდევ საჯარო პოლიტიკაში უნდა იყოს წარმოდგენილი. მე მგონია, რომ საზოგადოება ამაზე უნდა შეთანხმდეს, რომ ასეთი დანაშაულების შემდეგ, ადამიანები ვეღარ უნდა ბრუნდებოდნენ საჯარო სივრცეში. ვანო მერაბიშვილი არანაირად არ არის ნელსონ მანდელა“, - განაცხადა კობერიძემ.

მისივე შეფასებით, როდესაც „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებს, ეს მათი მხრიდან დანაშაულია. დეპუტატი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებსაც იმის თაობაზე, რომ ვანო მერაბიშვილი ნაწამებია.

„რომან გოცირიძე თუ ასე განიცდიდა, მისთვის თუ ასეთი მტკივნეული იყო და იზიარებენ იმ პასუხისმგებლობას, რის გამოც მერაბიშვილი იხდიდა სასჯელს, მის გვერდით საკნებში უნდა მსხდარიყვნენ და აღარ იქნებოდა ეს საუბარი,“ - განაცხადა კობერიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს