ჯანდაცვის მინისტრი - ვარწმუნებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს რისკი, საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელება მოხდეს - ეპიდემიის საფრთხე არ არის!

საქართველოში არ არსებობს რისკი, რომ კორონავირუსის ფართოდ გავრცელება მოხდეს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენა დროულად მოხდა, რის გამოც ვირუსის გავრცელების რისკი შემცირდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას. გვაქვს საკმარისი ადგილები, რათა მოვახდინოთ იმ მოქალაქეების კარანტინი, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. ასეთი ლოკაციები საქართველოში სხვადსხვა ადგილზე გვაქვს. ვზრუნავთ, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი პირობები. ასევე, მობილიზებულია საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში და არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში. მე ვარწმუნებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრხე არ არსებობს. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, ინფექციური სააავადმყოფოდან 13 პაციენტი საკარანტინო ზოლში გადაიყვანეს.

„28 იანვრის შემდეგ უწყებათაშორისი საბჭო მუშაობს ძალიან კოორდინირებულად და მადლობას ვუცხადებ ყველა იმ ორგანოს, რომელიც ჩვენთან ეფექტიანად თანამშრომლობს.

კორონავირუსის ფაქტი დროულად დაფიქსირდა, რამაც მოგვცა საშუალება, აღარ მომხდარიყო ვირუსის შემდეგი გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში. გუშინ ღამით ინფექციური სააავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა განხორციელდა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ არიან ინფეცირებულები. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან 5 იტალიიდან ჩამოვიდა (1 იტალიის მოქალაქეა, 4 კი ქართველია), ხოლო 5 ირანიდან (1 არის ქართველი, დანარჩენები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები)“,- განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას არწმუნებს, რომ კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025