ირაკლი კობახიძე - ორი დეპუტატი პარტიიდან გარიცხვას რამდენჯერმე მყავს გადარჩენილი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მან „პარტიიდან გარიცხვას ორი დეპუტატი რამდენჯერმე გადაარჩინა".

აღნიშნულზე ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი" ისაუბრა.

გადაცემის წამყვანმა ირაკლი კობახიძეს ოთხი დეპუტატის გვარი - დავით ჭიჭინაძე, რომან კაკულია, ნუკრი ქანთარია, ლევან კობერიძე დაუსახელა და ჰკითხა, ადასტურებს თუ არა, რომ ის რამდენიმე თვის წინ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მათი პარტიიდან გარიცხვა სთხოვა, რაც ირაკლი კობახიძემ უარყო.

"ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ამ ოთხი გვარიდან, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ( გვარებით ვერ ვიტყვი) ამ ოთხიდან, ორი რამდენჯერმე მყავს გადარჩენილი გარიცხვას, იმიტომ, რომ სხვადასხვა ლიდერი, ძველი თუ მოქმედი, თუ როგორც არის, ითხოვდა კონკრეტული დეპუტატების გარიცხვას სხვადასხვა დროს და ორზე მაქვს საუბარი, რამდენჯერმე მყავს გადარჩენილი გარიცხვას", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება გასარიცხთა "შავ სიას", ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი სია არავისთვის მიუწოდებია.

"ასეთი პრაქტიკა არ გვქონია ჩვენ, რომ სია წარგვედგინოს პარტიის თავმჯდომარისთვის, ისეთი ადამიანების, რომლებიც პარტიიდან უნდა გარიცხულიყვნენ - ასეთი რამ არ მომხდარა. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემი პოზიცია იყო ხოლმე მაქსიმალურად ზომიერი და მიმართული იქითკენ , რომ სანქციები თავიდან აგვერიდებინა, სადაც ეს შესაძლებელი იყო", - აღნიშნა კობახიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!