ხაშურის საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში სამი პირი, მათ შორის ირანის ორი მოქალაქე მოათავსეს, რომლებმაც კლინიკას სასტუმროდან თავად მიმართეს

ცოტა ხნის წინ „გორმედის“ ქსელის ხაშურის საავადმყოფოს ვირუსული ინფექციის სიმპტომებით თვითდინებით 3-მა პირმა მიმართა. აღნიშნული სამი პირიდან, 2 ახალგაზრდა მამაკაცი ირანის მოქალაქეა, ახალგაზრდა ქალი კი საქართველოს მოქალაქე.

ირანის მოქალაქეების განცხადებით, მათ საქართველოს საზღვარი 23 თებერვალს გადმოკვეთეს. ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი დღეს დილით ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ ერთ-ერთ სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში ყოფნისას შენიშნეს.

„სამმა მოქალაქემ მოგვმართა თვითდინებით. 2 მათგანს აღენიშნებოდა სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხველა. ანამნეზის შეკრებისას, პაციენტები მოთავსდნენ ბოქსირებულ პალატაში, გამოძახებულ იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელი. პაციენტებთან კონტაქტი მიმდინარეობდა ყველა სტანდარტის დაცვით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ აღნიშნული პირები, ვგულისხმობ, ირანის მოქალაქეებს, საქართველოში შემოსულები არიან 23 თებერვალს, შესაბამისად, გასული არ არის ორკვირიანი ვადა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პაციენტების გადაყვანა მოხდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც გუშინდელი დღიდან შექმნილია საკარანტინო ზონა“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „გორმედის“ ქსელის დირექტორმა ვასილ ჭეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ხაშურის სასტუმროდან 2 ირანელი და 1 ახალგაზრდა ქართველი ქალი ვირუსის სიმპტომებით ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა