ილია მეორე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა უსურვა და ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოების იმედი გამოთქვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!