ამირან გამყრელიძე - განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფებს - ისინი კარგად აცნობიერებენ პასუხისმგებლობას და იცავენ წესებს

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით დღეს კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა ასევე უცხოეთის მოქალაქეებიც. ისინი კარგად აცნობიერებენ, თავიანთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, იცავენ წესებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძემ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ღონისძიებებისთვის ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირაა შეკავების ღონისძიება მიმდინარეობს, რაც შედეგს იძლევა.

„მინდა დავიწყო მადლობით და ყველა ჩართულ ორგანიზაციას გადავუხადო მადლობა. რამდენიმე კვირაა შეკავების ღონისძიება მიმდინარეობს ქვეყანაში და გარკვეული შედეგი არის, რომ ამ ეტაპზე 3-ზე მეტი შემთხვევა ჯერჯერობით არ გვაქვს. ამაში დიდია როლი ე.წ. მულტისექტორული პასუხის. გარდა ჯანდაცვის სფეროსი, რომელზეც მოდის ლომის წილი ამ პასუხში, ასევე მნიშვნელოვანია საზღვრები, შემოსავლების სამსახური, პოლიცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ავიაცია და ყველა ის უწყება, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროცესში. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას მათ მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს სამედიცინო პერსონალს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის პერსონალს და ლაბორატორიის თანამშრომლებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში შრომობენ. ასევე, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით დღეს კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა ასევე უცხოეთის მოქალაქეებიც. ისინი კარგად აცნობიერებენ თავიანთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, იცავენ წესებს, რაც დაკავშირებულია კარანტინთან და თვითიზოლაციასთან, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის გავრცელება ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა