ადვოკატის ინფორმაციით, წარმოადგენენ ექსპერტიზის რამდენიმე დასკვნას, რომელთაგან ყველა ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადეკვატური მკურნალობა ესაჭიროება

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის ინფორმაციით, სასჯელის გადავადების არსებითი განხილვისას წარმოადგენენ ექსპერტიზის რამდენიმე დასკვნას, რომელთაგან ყველა ადასტურებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან ის ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მომზადების პროცესში. მათ ჩატარებული კვლევებით დაადასტურეს დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მისი შეუსაბამობა სასჯელის მოხდის პირობებთან. ჩვენ წარმოვადგინეთ რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა და ყველა მათგანი ადასტურებს ერთი და იგივეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და აუცილებლად ესაჭიროება ადეკვატური მკურნალობა, რომელსაც დეკანოზი ვერ იღებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ყველა ამ მტკიცებულებას ჯეროვნად შეაფასებს და გადაავადებს დეკანოზის მიმართ განაჩენის აღსრულებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განაჩენის აღსრულება არ გულისხმობს სასჯელისგან გათავისუფლებას, ამ მექანიზმის გამოყენება გულისხმობს, რომ დეკანოზი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს გარკვეული პერიოდით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე და როდესაც შესაძლებელი იქნება დაბრუნდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გააგრძელებს სასჯელის მოხდას“, - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, გიორგი მამალაძის წინა სასამართლო პროცესი იმის გამო გადაიდო, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მისი საქალაქო სასამართლოში ეტაპირება ვერ შეძლო.

„მიუთითეს, რომ დეკანოზი საკუთარი სურვილით იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში. ჩვენ მაშინვე გამოვითხოვეთ ინფორმაცია და მივიღეთ პასუხი პენიტენციური სამსახურისგან, რომ საერთოდ არ შეუთავაზებიათ დეკანოზისთვის საქალაქო სასამართლოში გადაყვანა,” - აღნიშნა ქეთი ჩუთლაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა