ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებით, საპროცესო შეთანხმება გამორიცხულია, რადგან ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეს, „ევროპული საქართველოს” წევრ ელენე ხოშტარიას კითხავენ. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, ის დაადასტურებს, რომ 20 ივნისის აქციაზე ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან რაიმე ძალადობას ან ძალადობისკენ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება ადვოკატს, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, რაიმე სახის შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. მისი თქმით, საპროცესო შეთანხმება გამორიცხულია, რადგან ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს. თავად ოქრუაშვილი პროცესს არ ესწრება.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სსკ-ს 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებით, საპროცესო შეთანხმება გამორიცხულია, რადგან ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეს, „ევროპული საქართველოს” წევრ ელენე ხოშტარიას კითხავენ. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, ის დაადასტურებს, რომ 20 ივნისის აქციაზე ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან რაიმე ძალადობას ან ძალადობისკენ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება ადვოკატს, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, რაიმე სახის შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. მისი თქმით, საპროცესო შეთანხმება გამორიცხულია, რადგან ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს. თავად ოქრუაშვილი პროცესს არ ესწრება.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სსკ-ს 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა