სერგი კაპანაძე - პრეზიდენტს გიგი უგულავას შეწყალების საკითხზე შეიძლება გაერთიანებული ოპოზიციიდან მიმართონ - უგულავას მიერ დანაშაულის აღიარების ვალდებულება არ არსებობს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გიგი უგულავას მხრიდან დანაშაულის აღიარება არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა მისი შეწყალების საკითხი განიხილოს.

როგორც კაპანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შეწყალების თაობაზე პრეზიდენტს შეიძლება მიმართოს თვითონ მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა, ოჯახის წევრმა ან სხვა პირმა.

„კანონში მოთხოვნა, რომ პირმა უნდა აღიაროს დანაშაული შეწყალების თხოვნამდე, არაა. პირის შეწყალების თაობაზე შეიძლება მიმართოს პრეზიდენტს თვითონ პირმა, ადვოკატმა, სხვა პირმა, ოჯახის წევრმა. ფართოა ის წრე, რომელმაც შეიძლება მიმართოს პრეზიდენტს შეწყალებაზე. აქ არანაირი აღიარების ვალდებულება არაა. როდის, როგორ და ვინ მიმართავს პრეზიდენტს გიგი უგულავასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეეებში გადაწყდება. შეიძლება ეს გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაც იყოს, თუმცა, გადაწყვეტილება არაა ჯერ მიღებული,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს.

როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ უგულავას გასათავისუფლებლად „პრეზიდენტის ინსტიტუციის მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს“.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებაში საუბარია ასევე, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის საკითხზეც, რომელთა გასათავისუფლებლად სხვა მექანიზმი უნდა ამოქმედდეს, მათ შორის შესაძლოა, ეს იყოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა