რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ინფორმაციით, 17 პირი, რომელიც კლინიკაში დილით შეიყვანეს, საჩხერეში გადაიყვანეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის ინფორმაციით, დღეს დილით კლინიკაში 17 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან ერთი საბერძნეთიდან, 16 კი იტალიიდან ჩამოფრინდა.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ისინი შემდგომი დაკვირვების მიზნით საჩხერეში გადაიყვანეს.

„დღეს დილას ჩვენთან მოიყვანეს 17 ადამიანი დაკვირვების ქვეშ. ისინი იყვნენ გამოუკვლეველი მოქალაქეები. ჩამოფრინდნენ დღეს დილას და მათი საკარანტინო ზონაში შეყვანის მიზნით, მოიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვენ ისინი განვათავსეთ ცალკე ფლიგელში, იზოლირებულად და ველოდებოდით, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ადგილობრივი სამსახური, რადგან ჩვენ მათი გადაადგილებისა და ანალიზების გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ.

მათ ჩვენთან რამდენიმე საათი დაყვეს. შემდეგ შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ისინი საჭიროებენ ორკვირიან იზოლაციას და როგორც ჩემთვის ცნობილია, ახლა გადაჰყავთ საჩხერეში დაკვირვებაზე. მე როგორც ვიცი, ერთი იყო საბერძნეთიდან და დანარჩენები იტალიიდან“,- განაცხადა ლევან გოფოძემ

მისივე თქმით, დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 29 მოქალაქე რჩება.

„კორონავირუსთან დაკავშირებით რესპუბლიკური საავადმყოფო გამოცხადებულია საკარანტინო ზონად. ჩვენთან წვანან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც საკარანტინო დაკვირვებას საჭიროებენ, თუმცა ამ ხნის განმავლობაშიც ხდება მოძრაობა, თუ მოქალაქეს აქვს თვითიზოლაციისთვის პირობები და არ განეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფის შემთხვევებს, მაშინ მათ ბინაზე უშვებენ და თვითონ აგრძელებენ თავიანთ თავზე დაკვირვებას. ჩვენთან ვინც არის მოთავსებული, ყველა არის დიაგნოსტირებული და უარყოფითი აქვს კორონავირუსზე ტესტი.

ჩვენთან ამ დილას იყო 45 ადამიანი, ახლა 16 წავიდა ჩვენგან და შესაბამისად, დარჩა 29 მოქალაქე“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს