ირაკლი კობახიძე - ახალი მოდელის მთავარი მახასიათებელია ის, რომ თანაბრად მისაღებია როგორც ოპოზიციისთვის, ისე ჩვენი დეპუტატებისთვის, მათ შორის მაჟორიტარებისთვისაც

ამ მოდელის მთავარი მახასიათებელია ის, რომ თანაბრად მისაღებია როგორც ოპოზიციისთვის, ისე ჩვენი დეპუტატებისთვის, მათ შორის მაჟორიტარებისთვისაც, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გუშინ მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრა მაჟორიტარული ოლქების განაწილების საკითხზე გაიმართა. კობახიძის თქმით, შეხვედრას ყველა მაჟორიტარი, მათ შორის კახა ოქრიაშვილიც ესწრებოდა.

„გუშინ მქონდა შეხვედრა როგორც მაჟორიტარებთან, ასევე გუბერნატორებთან იქიდან გამომდინარე, რომ მათ იციან ადგილობრივი სპეციფიკა, მათ იციან ყველა ფაქტორი, რომელიც ოლქების გადანაწილებასთან არის დაკავშირებული. მათთან გავიარეთ კონსულტაციები. ბუნებრივია, ამოსავალი წერტილი იქნება ევროსაბჭოს სტანდარტი და თანაბრობის პრინციპი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ეს კონსულტაციები და მასში ჩართული იყო ყველა მაჟორიტარი დეპუტატი. გუშინ სპეკულაციურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კახა ოქრიაშვილი არ ესწრებოდა კონსტულაციებს, რაც ტყუილია.

რაც შეეხება მათ თანხმობას, ამ მოდელის მთავარი მახასიათებელია ის, რომ თანაბრად მისაღებია როგორც ოპოზიციისთვის, ისე ჩვენი დეპუტატებისთვის, მათ შორის მაჟორიტარებისთვისაც. მათი მიზანი იყო მაჟორიტარიზმის პრინციპის შენარჩუნება და სტაბილურობის სათანადო ხარისხით უზრუნველყოფა, რაც მიღწეულია ახალ მოდელში. აქედან გამომდინარე, რაიმე წინააღმდეგობა მაჟირიტარების მხრიდან არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირწმუნება, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სრული მხარდაჭერა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. ერთი შემთხვევაა, სადაც განსხვავებული პოზიცია დაფიქსირებული, თუმცა მთლიანობაში უმრავლესობაში არსებული განწყობა გვაძლევს იმის თამამად თქმის საშუალებას, რომ ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ამ კანონპროექტის მხარდაჭერა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ახალი მოდელით ჩატარებული არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნება" პარლამენტში მყარ უმრავლესობას შექმნის.

„საარჩევნო სისტემა არ იგებს არჩევნებს. ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ არა საარჩევნო სისტემით, არამედ - ამომრჩევლის მხარდაჭერით. ახალი მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენ მყარი უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში და დარწმუნებული ვართ, ამ შედეგში. ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?