დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით, პრობაციონერები პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისგან გათავისუფლდნენ

მივმართავ საქართველოში ყველა პრობაციონერს - დღეიდან, 14 აპრილის ჩათვლით ყველანი ხართ გათავისუფლებული პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისაგან, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. თითის დადება ან პრობაციის ოფიცერთან და სოციალურ მუშაკთან, ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული.

„თქვენი მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით, საპატიოდ ჩაითვლება და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამ გამოუცხადებლობას არ მოჰყვება. ამიტომ, ვიმეორებ, პრობაციონერებს 14 აპრილამდე ვათავისუფლებთ რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა