მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

„დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. ეს არ არის სწორი ინფორმაცია იმიტომ, რომ ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ჩვენს ცენტრში. 28 პაციენტი არის ჩვენთან და 5 პაციენტი არის სხვა კლინიკებში, მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არცერთი არ არის,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში მყოფ ჩეხ ტურისტებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, რის გამოც ის ობიექტები, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ, დაიხურა, პერსონალი კი თვითიზოლაციაში გადავიდა. არსებული ცნობით, ჩეხეთის მოქალაქეები გუდაურში 4 მარტიდან იმყოფებოდნენ, ამ დროისთვის კი საკუთარ ქვეყანაში არიან და კორონავირუსი სწორედ ჩეხეთში დაუდასტურდათ.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!