ნათია თურნავა - ველოდებით, რომ პირდაპირი ფრენები კიდევ შემცირდება - ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა საქართველოს მოქალაქეები არიან, ვისაც ჩამოსვლის სურვილი აქვთ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პირდაპირი ფრენების კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, ქართული მხარე მაქსიმალურად შეეცდება შეინარჩუნოს რამდენიმე მიმართულება ევროპიდან.

„ხედავთ რა პროცესების მიმდინარეობს გლობალურად. სულ უფრო მეტი და მეტი ავიაკომპანია წყვეტს ფრენებს. ეს რა თქმა უნდა, შეეხება საქართველოსაც. პირდაპირი ფრენების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი და ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის სტუდენტები და სხვა კატეგორიები არიან, ვისაც ჩამოსვლის სურვილი აქვთ და ეს გაურთულდათ. ჩვენი საელჩოები და საკონსულოები 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ქართულ კომპანია „აირზენაზე“ და მის რესურსზე. „აირზენა“, ჩვენი მხარდაჭერით, მაქსიმალურად აგრძელებს ფრენებს სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან. რა თქმა უნდა, არ ვიცით როგორ შეიცვლება ეს გეოგრაფია, ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი არაა, იმ ქვეყნების მთავრობებიც ცვლიან პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით შევინარჩუნოთ რამდენიმე მიმართულება ევროპიდან საქართველოში, რასაც მოემსახურება „აირზენა“, - აღნიშნა მინისტრმა მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა