გარკვეულ შემთხვევებში, განათლების სამინისტრო უფლებამოსილი ხდება, საჯარო სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება და/ან სამეურვეო საბჭოს სკოლის დირექტორის ვადაზე ადრე გათავისუფლებით მიმართოს

იმ შემთხვევაში თუ საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, დირექცია, მოსწავლეთა თვითმმართველობა ან დისციპლინური კომიტეტი კანონმდებლობის მოთხოვნებს და განათლების სამინისტროს ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს დაარღვევს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილი ხდება, საჯარო სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება და/ან სამეურვეო საბჭოს სკოლის დირექტორის ვადაზე ადრე გათავისუფლებით მიმართოს.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (79 მომხრე) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული უფლებამოსილება ენიჭებათ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამის სამინისტროებსაც.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია:

  1. დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა;
  2. ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
  3. ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
  4. დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.

კანონპროექტის ინიციატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025