შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მთელი საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფები. ჯგუფის წევრებს გავლილი აქვთ უსაფრთხოების შესაბამისი ტრენინგები. ისინი სპეციალური სადეზინფექციო-სადისპერსიო აღჭურვილობითა და შესაბამისი ეკიპირებით, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ.

რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა და შესაბამისი ხსნარებით დამუშავდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის რუსთავის ფილიალის შიდა და გარე პერიმეტრი, ოპერატორთა ცენტრალური დარბაზი, შეხვედრების და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები.

ასევე, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს სამუშაო სივრცეები, შიდა ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრები.

დეზინფექცია ჩატარდა მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების შენობების სრულ პერიმეტრზე, მათ შორის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად ჩატარდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?