არჩილ თალაკვაძე - ახლა არის პროფესიონალური და გამბედავი გადაწყვეტილებების დრო და ხელისუფლება ასეც აკეთებს

ახლა არის პროფესიონალური და გამბედავი გადაწყვეტილებების დრო და ხელისუფლება ასეც აკეთებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება დროულად მიიღებს ყველა ზომას, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელია.

„თუ საჭიროება იქნება, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება. ჩვენს მოქალაქეებს ვარწმუნებ, რომ ყველა ზომა, რაც აუცილებელი იქნება ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად, დაგვიანების გარეშე იქნება მიღებული. ახლა არის პროფესიონალური და გამბედავი გადაწყვეტილებების დრო და ხელისუფლება ასეც აკეთებს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ გარკვეული ვადით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?