ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსზე 10 პირის ტესტის პასუხი უარყოფითია და ლაბორატორიიდან 15 ადამიანის ტესტის შედეგებს ელოდებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10 პაციენტის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია, ხოლო 15 პაციენტის ტესტი ხვალ დილით გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ დილით ვთქვით, რომ 9 პაციენტის ტესტირებაზე იყო საუბარი, მაგრამ სანამ ტესტის აღება დასრულდა, მეათე პაციენტი შემოგვემატა. ასე რომ, 10 პაციენტთან დღეს დილით აღებული ტესტი ყველა უარყოფითია. შემდგომში, მეორე ეტაპად შემომატებულ პაციენტებთან აღებულია 15 ტესტი და მათ პასუხს ხვალ, დილით გავიგებთ“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 40 შემთხვევაა გამოვლენილი, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ის თვითიზოლაციას გადის. კარანტინის რეჟიმში 1592 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 262.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა