მაია ცქიტიშვილი - სამშენებლო სამუშაოების შეზღუდვებზე არ ვიძლევით რეკომენდაციას

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა ეკონომიკური სტიმულირების გეგმის ფარგლებში, დამატებით 300 მილიონ ლარს საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯავს.

მინისტრმა განმარტა თუ რა მიმართულებით დაიხარჯება 300 მილიონი ლარით გაზრდილი 2020 წლის კაპიტალური პროექტების ბიუჯეტი.

ვიცე-პრემიერის თქმით, დაფინანსებული პროექტები, პირველ რიგში, რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებაზე არის მიმართული და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

„პროექტების საკმაოდ დიდი ნუსხაა, გარკვეული ნაწილი არის მიმართული საგზაო ინფრასტრუქტურაზე, ასევე არის წყლის პროექტები, ბუნებრივია ყველა პროექტი არის გაშლილი ყველა რეგიონში. ძირითადად ყველა პროექტზე დასაქმებულია ქართველი მოსახლეობა და ქართული კომპანიები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდეს.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს სამშენებლო სამუშაოების მიმდინაროების ნაწილში შეფერხება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს ამ პერიოდში მუშაობას. ეს ჩვენი ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია და ასევე იმ ადამიანებისთვისაც.

რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების შეზღუდვებს, ამასთან დაკავშირებით არ ვიძლევით რეკომენდაციას, რადგან ვართ დარწმუნებულები ეპიდემიოლგებთან შეთანხმებით, რომ ამ სფეროში დაავადების გადაცემის რისკები არის დაბალი, სამუშაოები ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის დამატებით სტიმულირებისთვის იზრდება კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა. კერძოდ, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები დამატებით იზრდება 300 მლნ ლარით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?