სოზარ სუბარი - საკოორდინაციო საბჭო შეუჩერებლად მუშაობს იმაზე, თუ როგორ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა, როგორ გადავარჩინოთ ეკონომიკა

საკოორდინაციო საბჭო შეუჩერებლად მუშაობს, ხშირად გაფართოებულ ფორმატში, ანუ ყველა ერთად და პრაქტიკულად ყოველ დღე ხდება ჯგუფების შეხვედრა, ეს არის ეკონომიკური, ჯანდაცვის, ძალოვანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

სოზარ სუბარმა იმ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რისი მიღებაც ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრაზე დაიგეგმა.

„ყველა მიმართულება, რომელიც არის მნიშვნელოვანი, როგორ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა, როგორ გადავარჩინოთ ეკონომიკა, რომ მერე, როდესაც გადაივლის ეს კრიზისი, რესტარტი იყოს გაცილებით ადვილი და როგორ დავიცვათ წესრიგი ამ პერიოდში, ეს ყველაფერი მუშაობდეს შეუფერხებლად.

პირველი რიგის გადაწყვეტილება არის, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სოციალურად ყველაზე დაუცველი მოქალაქეების მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და დავეხმაროთ თითოეულ მათგანს, როგორ გადავლახოთ ეს კრიზისი. ასევე, ის ადამიანები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში უმუშევრები რჩებიან, ის კომპანიები, რომლებიც იძულებული გახდნენ, გაჩერდნენ, რა გავაკეთოთ, რომ მათი მდგომარეობა იყოს გადალახვადი და ხვალ,ზეგ მათ ადვილად შეეძლოთ მუშაობის დაწყება.

ასევე, რა გავაკეთოთ რეგიონებში, რადგან დღეს პრაქტიკულად ეს არის კრიზისი, რომელიც შეეხო ერთდროულად ყველას, ყველა რეგიონს, ქალაქს, სოფელს, ყველა ოჯახში შეაღწია. რომ მაქსიმალურად თანაბრად იყოს ყველა რეგიონში ვითარება კონტროლირებადი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრემიერის მრჩეველი ამბობს, რომ არის სფეროები, სადაც მთავრობა ცდილობს, ნორმალურად შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა.

„ეს არის სოფლის მეურნეობა, სამშენებლო სექტორი, ინფრასტრუქტურული სექტორები, ანუ ის სექტორები, სადაც დახურულ სივრცეებში ნაკლებად უწევთ ადამიანებს ყოფნა. თუმცა, არის სექტორები, რომელთა შენარჩუნებაც, ასევე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, რამდენიმე დღეა ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ბიზნესი ჩაერთო პირბადეების კერვაში, სპეციალური აღჭურვილობის კერვაში, სადეზინფექციო ხსნარების გაკეთებაში, ანუ ის, რაც ნაკლებად შემოდის დღეს იმიტომ, რომ ყველა ქვეყანამ დაკეტა თავისი საზღვრები ამ მიმართულებით და მაქსიმალურად რომ გადაერთოს ჩვენი წარმოება ადგილზე ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების ადგილზე გაკეთებაში. ისევე, როგორც პრაქტიკულად არ ჩერდება და პირიქით, მარტივდება სატრანზიტო მიმოსვლა იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო