ეროვნული ბანკი - საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საფინანსო სექტორი სერვისების მიწოდებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება გამოწვევებს და გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც საფინანსო ორგანიზაციები განაგრძობენ მუშაობას.

„მიუხედავად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობისა და ცალკეულ მუნიციპალიტეტში საკარანტინო ღონისძიებების მიმდინარეობისა, საფინანსო სექტორი ყოველგვარი შეფერხებების გარეშე განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის შეუზღუდავ მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმისათვის რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები. ბანკებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის ცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტებს შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. უზრუნველყონ მათი პერსონალის მაქსიმალური დაცვა.

ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩისახლში",-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს