ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2020

რუსეთის 300 მოქალაქე საქართველოში შემოსვლის უფლებას ითხოვს

რა ხდება ამჟამად ბოლნისსა და მარნეულში - რას უყვება ადგილობრივი "რეზონანსს"

***

რუსეთის 300 მოქალაქე საქართველოში შემოსვლის უფლებას ითხოვს

“საქართველო-სომხეთის საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის 300-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც რამდენიმე დღეა უშედეგოდ ითხოვენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. მათ გადაწყვეტილი აქვთ ერევანში, საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბონ და საქართველოს კონსულთან შეხვედრა მოითხოვონ. ამის შესახებ რუსული მედია წერს სომხეთის ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებზე დაყრდნობით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსეთის 300 მოქალაქე საქართველოში შემოსვლის უფლებას ითხოვს

"ეს მოქალაქეები პირადი ავტომობილებით იმყოფებოდნენ სომხეთში და ახლა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საზღვრების ჩაკეტვის გამო, საქართველოს გავლით უკან რუსეთში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მათი ცნობით, საქართველოშიც და სომხეთშიც, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამასთან, სომხეთის ხელისუფლება მათ ქვეყნის დატოვების უფლებას აძლევს, თუმცა ქართველი მესაზღვრეები მათ საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსული მედიის ცნობით, რუსი დიპლომატები ამ პრობლემის საქმის კურშსი არიან. სომხეთში რუსეთის საელჩოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც მოქალაქეებს მკაცრად მოუწოდებენ, რომ საჰაერო ტრანსპორტით ისარგებლონ. „საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის აშკარა სირთულეების გათვალისწინებით, საელჩო რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ სამშობლოში დაბრუნება, კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მათ შეუძლიათ საჰაერო ტრანსპორტით ისარგებლონ", -აღნიშნულია საელჩოს გვერდზე. თუმცა, ეს რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობას არ აწყობს, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ავტომობილები გაურკვეველი ვადით სომხეთში უნდა დატოვონ და თანაც, თვითმფრინავის ბილეთები საკუთარი თანხებით უნდა შეიძინონ, რისი საშუალებაც ბევრს არ აქვს”, - განაგრძობს გამოცემა.

"რუსული მედიის ცნობით, მოქალაქეებს უკვე მოფიქრებული აქვთ რას შესთავაზებენ საქართველოს კონსულს. ჩვენ თანხმა ვართ ავტომობილების დალუქვაზე. ასევე საკუთარი სახსრებით ავანაზღაურებთ ავტომობილების დეზინფექციასა და საქართველოს საპატრულო პილიციის სატრანსპორტო ხარჯებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი გამცილებლები იქნებიან. გვინდა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველომ დერეფანი მოგვიწყოს, რათა უსაფრთხოდ დავბრუნდეთ ჩვენს სამშობლოში," - თქვა რუსეთის მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვართან პალიანმა, - წერს სტატიის ავტორი.

რა ხდება ამჟამად ბოლნისსა და მარნეულში - რას უყვება ადგილობრივი “რეზონანსს"

"ჩაკეტილი ბოლნისი და მარნეული - პრემიერ გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ, უკვე რამდენიმე საათი გავიდა, რაც ორი რაიონი მკაცრი საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. ამ წუთებში რა ხდება ბოლნისსა და მარნეულში - „რეზონანსი“ ერთ-ერთ ადგილობრივს ესაუბრა. ადგილობრივი აჰმედ სულეიმანოვი გვიყვება, რომ მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა, რადგანაც მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ასე სჯობს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა ხდება ამჟამად ბოლნისსა და მარნეულში - რას უყვება ადგილობრივი “რეზონანსს"

„ეს გადაწყვეტილება კი მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს უკავშირდება, რომელსაც ინფექციის დადგენამდე მინიმუმ 86 კონტაქტი უკვე დაუდგინდა. 62 წლის ქალბატონს 5 დღის განმავლობაში მარნეულის საავადმყოფოში სეზონურ გრიპზე მკურნალობდნენ, თუმცა, როდესაც მისი მდგომარეობა დამძიმდა, მას უკვე კორონავიურსზე ტესტი ჩაუტარდა. ვირუსის დადასტურების შემდეგ კი ის თბილისში გადმოიყვანეს. სულეიმოვი ამბობს, რომ დაავადებული ქალბატონი მაღაზიის გამყიდველი იყო და სავარაუდოდ, ამ ხნის განმავლობაში კომუნიკაცია ბევ ადგილობრივთან ჰქონდა. ასევე, ის წლისთავზეც იმყოფებოდა, სადაც 200-მდე ადამიანი იყო. მას 15 ოჯახის წევრი ჰყავს, რომლებიც ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში არიან. დაავადებული ქალის და კი, რომელსაც აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია აქვს, თბილისშია გადაყვანილი და მისი ტესტის პასუხს ელიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მუნიციპალიტეტების შესასვლელში კი მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები. ისინი სპეციალური ნიღბებითა და ხელთათმანებით არიან აღჭურვილნი და მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებენ. მარნეულში უკვე შეიყვანეს სამხედრო ტექნიკაც. მუნიციპალიტეტებში შეზღუდულია შიდა გადაადგილებაც. მოქალაქეებს ტერიტორიაზე უშვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი უკან დაბრუნებას არ აპირებენ. მარნეულში, საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების მიუხედავად ტერიტორიაზე ავტომობილები გადაადგილდებიან. ქალაქში მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეები პროდუქტებს იმარაგებენ. გამკაცრებული რეგულაციების გამო, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე შეუძლებელია ცენტრალური ტელევიზიების წარმომადგენლების გადაადგილება. „მარნეულში საკარანტინე ზონა ერთ-ერთ სასტუმროში შეიქმნა, ასევე "ჯეო ჰოსპიტალსის" მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოეწყო სპეციალური კარვები, ხოლო "ავერსის კლინიკა" მულტიფუნქციურ კლინიკად გადაკეთდა. მარნეულსა და ბოლნისში დახურულია სავაჭრო ობიექტები, მოქალაქეები კი სახლებიდან გარეთ მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების გამო გამოდიან. მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი ამბობს, რომ მოსახლეობაში განწყობა ამ გადაწყვეტილების მიმართ დღის ბოლოსთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მისი თქმით, სასწრაფოდ რაიონის გადაკეტვამ მოსახლეობა ცოტა ააღელვა, მაგრამ სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და ადგილობრივები ამ პროცესს შეგნებულად ხვდებიან. მისი თქმით, რაიონში ყველაფრისთვის მზად არიან - ათი ჯგუფია მობილიზებული რათა გავიდეს ადგილებზე და მოსახლეობას მოუწოდოს იმ დირექტივების შესრულებისკენ, რომლებიც მთავრობამ გასცა”, - განაგრძობს გამოცემა.

"ორი ადამიანი უკვე მოთავსებულია კარანტინში, გადმოყვანილი არიან თბილისში. ნორმალური ვითარებაა იმ მიმართულებით, რომ საველე ჰოსპიტალის მოწყობა, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია. ჩვენ ყველა, ადგილობრივი ხელისუფლება, მოხალისეები, არაფერს ვიშურებთ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, ყველას თავისი დავალება აქვს განსაზღვრული. რაც შეეხება კვების პროდუქტების სუპერმარკეტებს, ისინი მუშა რეჟიმში არიან. ერთ ადამიანს ოჯახიდან, შეუძლია მივიდეს სასურსათო მაღაზიაში საჭიროებისამებრ“, - განაცხადა თამაზ ნავერიანმა. თამაზ ნავერიანის ამ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარი კი აბობს, რომ კრიტიკული საჭიროების მქონე ადამიანების გარდა, მარნეულში ნებისმიერი მოქალაქის შესვლა-გამოსვლა შეზღუდულია. სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულელი ქალის, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, ყველა კონტაქტის დადგენა ვერ ხერხდება. სუბარის თქმით, ქვეყანაში მსგავსი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა. „როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უკვე გადავედით იმ ეტაპზე და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყველა კონტაქტის დადგენა არის ძალიან ძნელი და შეიძლება ვერც მოხერხდეს, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ამის გამო გამოცხადდა გაძლიერებული კარანტინი. 100-მდე კონტაქტი დადგენილია, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, იყოს კონტაქტები, რომლებიც არ ვიცით. ამიტომაც პროცესი გრძელდება და ამიტომაც იწყება ეს მასობრივი შემოწმება და შემდეგ შესაბამისად ტესტირებაში გადავა. საველე ჰოსპიტალში დაიდგმება კარვები იმიტომ, რომ საავადმყოფოში არის ამ წუთისთვის საკმარისი ადგილი, მაგრამ რა წამსაც ეს ადგილები არ იქნება საკმარისი, დაახლოებით 150 ადგილიანი საველე ჰოსპიტალი იქნება დამხმარედ "ჯეო ჰოსპიტალის" ტერიტორიაზე. ამ წუთში ხდება კარვები დადგმა და ტერიტორიის გაწმენდა”, - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო მოსამსახურეები შიგნით არ არიან. სამხედრო მოსამსახურეები დგანან შესასვლელთან, რამდენიმე ადგილას მხოლოდ და ისიც ძალიან მინიმალურ ამოცანებს ასრულებენ, რაც არის დაკავშირებული კარანტინის ზომების დაცვასთან, შესვლა-გამოსვლის კონტროლთან. ძირითადი კონტროლი არის პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში და იმ საველე საავადმყოფოს გახსნაში საგანგებო სიტუაციების სამსახური არის ჩართული და ისინი ახორციელებენ ამ საქმეს," - აცხადებს სოზარ სუბარი. თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით კი მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო, თუმცა COVID-19-ზე ტესტირება დროულად ჩაუტარდა. რაც შეეხება ქალბატონს, რომელიც გადმოვიდა გუშინ მარნეულიდან, მოგეხსენებათ, რომ ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა მისი სომატური პათოლოგიიდან გამომდინარე იყო მძიმე და როგორც ანამნეზიდან ირკვევა და წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ქალბატონი შესულია აღნიშნულ კლინიკაში 18 რიცხვში, სადაც პირველივე დღეს დაუდგინდა მწვავე პნევმონია, ეტაპობრივად დინამიკაში მდგომარეობა, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ეპიდანამნეზი COVID-19-თან ინფიცირების კავშირი არ იყო წარმოდგენილი. “დინამიკაში მდგომარეობის დამძიმების შედეგად ეჭვი იქნა მიტანილი COVID-19-ის ინფექციის არსებობაზე, ჩატარდა ტესტირება, დადასტურდა - პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა და პაციენტი გადაყვანილ იქნა აპარატზე. “პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, იყო დაგვიანებული და არა ტესტირება. მოგეხსენებათ, რომ ქრონიკული პაციენტები, რომლებსაც გააჩნია ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და ანამნეზი, დატვირთული გულ-სისხლ-ძარღვთა სიტემის პათოლოგიის მხრივ, უნდა მიმართონ ექიმს. “რაც შეეხება, თუ ვის უნდა მიეყვანა, თვითონ უნდა მისულიყო, ან ოჯახის წევრს უნდა მოეყვანა, თუ აღმოაჩინა ერთ-ერთი სიმპტომი სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურული რეაქცია, ასეთმა პაციენტებმა უნდა მიმართონ უახლოეს კლინიკებს," - განაცხადა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"დეპუტატი და საკოორდინაციო საბჭოს წევრი დიმიტრი ხუნდაძე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვირუსის თავიდან ასაცილებლად დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა საუბარი მიმდინარეობს. ხუნდაძე ამბობს, რომ ქვეყანა პრეკრიზისულ ფაზაში შევიდა და წინ კიდევ უფრო რთული, კრიზისული ვითარებაა მოსალონდელი. "შევედით პრეკრიზისულ ფაზაში, მაგრამ წინ კიდევ გველოდება უფრო რთული პერიოდი, ეს არის კრიზისული პერიოდი, სადაც უფრო მეტი იქნება როგორც დაფიქსირებული, ასევე დაუფიქსირებელი შემთხვევები კორონავირუსით ინფიცირების. დღეს უკვე გვაქვს შემთხვევა, რომლის ეპიდ მისამართი არის რთული დასადგენი. “ამიტომ, მთავარი რეკომენდაცია - თქვენს ხელსაა ბერკეტი, რომ აიცილოთ ეს საშიში ინფექცია, დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და დაიცვათ სხვების ჯანმრთელობა. ხშირად დაიბანეთ ხელი, სოციალური დისტანცირებაა მთავარი იარაღი, მოერიდეთ ახლო კონტაქტებს. თუ ვინმეს აღენიშნება კლინიკური გამოვლინებები ტემპერატურა ან სხვა რაიმე გამოვლინება უჩვეულო, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დაიცავით წესები, რომ ავიცილოთ ეს მასშტაბური საფრთხე," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა