სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - ფოთის ორივე შესასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყობა

ფოთის ორივე შესასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყობა,- ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ საკოორდინაციო შტაბის საგანგებო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

,,ბლოკ-პოსტებს რაც შეეხება, პოლიციამ უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა, ეს არის ფოთის შესასვლელი და გასასვლელი, ზუგდიდში იქნება ქალაქის შესასვლელში. ჯერჯერობით საპოლიციო ძალებით შეიქმნება, რა თქმა უნდა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების, მოხალისეების დახმარებით. თუ კი საჭირო გახდება, ყოველ წუთს შეიძლება ვითარება შეიცვალოს, ამ შემთხვევაში ჩვენი თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. ეს არის დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების მაღალ საზოგადოებრივ შეგნებაზე" , - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ცნობისთვის, ფოთის მერიაში კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია უძღვება და მას ხელისუფლების, სამედიცინო სამსახურისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ესწრებიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!