ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა

პანდემიის გავრცელების კუთხით რუსეთში არსებულ ვითარებაზე, ასევე სხვა არანაკლებ საინტერესო თემებზე „ინტერპრესნიუსი“ რუს პოლიტოლოგ ვალერი სოლოვეის ესაუბრა.

- ბატონო ვალერი, რუსეთის ხელისუფლება კარგა ხანს უარყოფდა რუსეთში კორონავირუსის არსებობას, მაგრამ ახლა მთავრობის დონეზე მიიღება გადაწყვეტილებები.

რუსეთში კორონავირუსის გავრცელებაზე გარკვეული ინფორმაციები კი ვრცელდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრ მიზეზთა გამო მათ მიმართ ნდობა საკმაოზე მეტად დაბალია. თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთში კორონავირუსის გავრცელების გამო არსებულ ვითარებას?

- რუსეთში, როგორც მთელ მსოფლიოში, პანდემიაა და შესაბამისად, მისი მასშტაბები ჩვენთანაც საკმაოდ დიდია. ხელისუფლება ცდილობს დამალოს ინფიცირებულთა და პანდემიისგან გარდაცვლილთა რაოდენობა.

როცა ოფიციალურ ცნობებს ეცნობი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ვირუსი, როგორც კი გადმოკვეთს რუსეთის საზღვრებს, თავის თვისებებს კარგავს, რაც, რა თქმა უნდა, ასე სულაც არაა. ხელისუფლების ტყუილებს უკვე საზღვარიც კი აღარ აქვს.

რუსეთში, როგორც მთელ მსოფლიოში, პანდემიაა და შესაბამისად, მისი მასშტაბები ჩვენთანაც საკმაოდ დიდია. ხელისუფლება ცდილობს დამალოს ინფიცირებულთა და პანდემიისგან გარდაცვლილთა რაოდენობა

თუ რუსეთის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ვირუსი თავის თვისებებს კარგავს და რუსეთში ვითარება ამ თვალსაზრისით გაცილებით უკეთესია, ვიდრე ევროპაში ანდა აშშ-ში, მაშინ რაში დასჭირდა ხელისუფლებას მოსკოვში კარანტინის შემოღება. ანდა რაში დასჭირდა მთავრობის თავმჯდომარე მიშუსტინს რეგიონების ხელმძღვანელებისათვის მოწოდების გაკეთება, რომ მიბაძონ დედაქალაქს და მათაც დააწესონ თავიანთ რეგიონებში კარანტინი. რაც, პრაქტიკულად მთელ ქვეყანაში კარანტინის შემოღებას ნიშნავს.

თუ თქვენ კონკრეტული ციფრები გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ინტერვიუ, რომელიც მე გერმანულ გაზეთს მივეცი და შეგიძლიათ ციფრები იქედან აიღოთ.

- იქნებ ჩვენც გვითხრათ...

- არა, ახლა ამას არ გავაკეთებ. აჯობებს გაეცნოთ გერმანულ გამოცემაში ამ პუბლიკაციას.

- დაახლოებით სამი კვირის წინ „ეხო მოსკვის“ ეთერში“ თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთში 1600 ინფიცირებულია...

- მას შემდეგ ვითარება უარესობისკენ შეიცვალა, სხვაგვარად ვერც იქნებოდა. ვითარება გაუარესდა 50-60%-ით. საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც დაინფიცირებულია 15 იანვრიდან. ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორც რუსეთია, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. ახლა რაც ხდება უკვე შესამჩნევია და რამდენიც არ უნდა მალო, დამალვაც არ გამოდის.

ის ციფრებიც, რომლითაც რუსეთის ხელისუფლება ხელმძღვანელობს, ისინიც პირობითია. ასეა იმიტომაც, რომ ეს ავადმყოფობა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ტესტების ხარისხი მაღალი არაა. ყველა დაავადებულის ტესტირებაც ვერ ხერხდება.

რუსეთშიც ისევე ვითარებაა, როგორც მთელ მსოფლიოში. რაც უფრო მეტი ადამიანის ტესტირება ხდება, მით უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება ინფიცირებული ან ისეთები, რომლებმაც ფეხზე გადაიტანეს ეს ვირუსი ისე, რომ არც კი იცოდნენ მისი არსებობის შესახებ არაფერი.

ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემაში რუსეთის ხელისუფლება რუსულ-საბჭოური ტრადიციით მოქმედებს, არ ამბობს სიმართლეს. ეშინია პანიკის, ეშინია სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის.

ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემაში რუსეთის ხელისუფლება რუსულ-საბჭოური ტრადიციით მოქმდებს, არ ამბობს სიმართლეს. ეშინია პანიკის, ეშინია სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის

- ახლა შეიძლება ითქვას, რომ ვირუსის გავრცელებაზე ხელისუფლებას აქვს კონტროლის მექანიზმები და იგი აკონტროლებს ვითარებას?

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ახლა ხელისუფლება სრულად აკონტროლებს სიტუაციას.

- რის ხარჯზე და როგორ შეძლო ხელისუფლებამ ამის გაკეთება?

- ვითარების გაკონტროლება იმის ხარჯზე შეძლო, რომ ხალხისგან მალავდა სიმართლეს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში სიმართლის დამალვამ იმუშავა. ვითარებაზე კონტროლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა პოლიციური და ადმინისტრაციული აპარატის ხარჯზე.

რუსეთში პოლიციასა და ადმინისტრაციულ სტრუქტურებს ქვეყანაში ვითარების კონტროლის შენარჩუნების დიდი გამოცდილება აქვს. ახლა სადაც პანდემია მძვინვარებს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება და ამ თვალსაზრისით რუსეთი გამონაკლისი არაა.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ხელისუფლების არ სჯერა, ისინი ახლა იძულებული არიან ხელისუფლების მიმართ ჰქონდეთ ლოიალური დამოკიდებულება.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ხელისუფლების არ სჯერა, ისინი ახლა იძულებული არიან ხელისუფლების მიმართ ჰქონდეთ ლოიალური დამოკიდებულება

- ჩვენთან ხელისუფლება და მედიკოსები საზოგადოებას მოუწოდებენ დარჩნენ სახლებში. გასაგებია, რომ კარანტინის რეჟიმი გადაადგილების შესაძლებლობას ზღუდავს, მაგრამ ამის მსგავსი რამ თუ ხდება თქვენთან?

- თავიდან ამგვარი მოწოდებები არ იყო, მაგრამ შემდგომ ამგვარი საუბრები ისმოდა, როგორ რეკომენდაცია. ამგვარმა საუბრებმა შექმნა გარკვეული დისბალანსი - თუ ამბობთ რომ ჩვენთან პანდემია არაა, ეპიოლოგიურობის თვალსაზრისით ჩვენთან ყველაფერი კარგადაა და საშიში არაფერია, მაშინ რატომღა გასცემთ რეკომენდაციას ვისხდეთ სახლებში...

სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლება რეკომენდაციას იძლეოდა ვყოფილიყავით სახლებში, ახლა კი სახლში ყოფნას გვავალდებულებს. საქმე იმაშია, რომ ამგვარი ზომები უკვე დაგვიანებულია და დროა დაკარგული. ეს ორი კვირის წინ იყო გასაკეთებელი. მაშინ იყო შანსი მაქსიმალურად შეზღუდულიყო რუსეთში ვირუსის გავრცელება.

სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლება რეკომენდაციას იძლეოდა ვყოფილიყავით სახლებში, ახლა კი სახლში ყოფნას გვავალდებულებს. საქმე იმაშია, რომ ამგვარი ზომები უკვე დაგვიანებულია და დროა დაკარგული. ეს ორი კვირის წინ იყო გასაკეთებელი. მაშინ იყო შანსი მაქსიმალურად შეზღუდულიყო რუსეთში ვირუსის გავრცელება

- თუ ასეა, მაშინ თქვენი ვარაუდიც, დაახლოებით 3000 დაინფიცირებულის შესახებ, საკმაოდ არაზუსტი გამოდის?

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ რუსეთში არც ისე დიდია დაინფიცირებულთა რაოდენობა. რუსეთი საკმაოდ დიდი ქვეყანაა. თუ ამას დავუმატებთ 2 თვის სრულ მონაცემებს, ჯერ იმაზე გაცილებით ნაკლები და არც ისე ბევრია.

თუ მხედველობაში დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, მაშინ გამოვა, რომ რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა.

ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ აჩვენებს ერთ სურათს, რეალურად კი სხვა სიტუაციაა. როგორც ჩანს, ბევრი რამ დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორი ტიპის ვირუსია იტალიაში, ესპანეთში და რუსეთში. უკვე ცხადია, რომ იტალიასა და ესპანეთში ვირუსი უფრო აგრესიული იყო. როგორც ჩანს, რუსეთში გაცილებით ნაკლებად აგრესიული ვირუსის ტიპია.

უკვე ცხადია, რომ იტალიასა და ესპანეთში ვირუსი უფრო აგრესიული იყო. როგორც ჩანს, რუსეთში გაცილებით ნაკლებად აგრესიული ვირუსის ტიპია

- პანდემიის მძვინვარების ფონზე რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება?

- ხელისუფლება ცდილობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯები, რაც ახლა იდგმება, დაგვიანებულია. მთელ ქვეყანაში კარანტინის შემოღება აშკარად დაგვიანებული ღონისძიებაა. ვიმეორებ, ეს ორი კვირის წინ იყო გასაკეთებელი.

- გამოდის ახლა ვითარების გაკონტროლება საკმაოდ ძნელია?

- დიახ, ასეა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ახლა ხალხიც ფრთხილობს და ცდილობს არ იაქტიუროს. მათ ქცევას განსაზღვრავს ის, რომ შეშინებულები არიან. და ეს გასაკვირი არაა და ეს სრულიად გასაგებია. ჩვენ ყველანი ვართ ისეთი საფრთხის წინაშე, რომელიც არ ჩანს - ადრე ასეთი საფრთხის წინაშე არც არასდროს ვყოფილვართ. შესაბამისად ის, რომ შიშით ვართ შეპყრობილნი, ესეც გასაგებია.

მაგრამ, არსებობს ერთი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია დაძლიოს საზოგადოების პასიურობა. ეს გახლავთ ეკონომიკური ვითარება. ხალხი კარგავს სამუშაოს, არ აქვთ შემოსავლები, მათი ფინანსური დანაზოგები ან მცირეა, ან შესაძლოა დანაზოგები სულაც არ ჰქონდეთ. ამიტომ, გაუგებარია რამდენ ხანს შეიძლება იყოს რუსეთის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი?

არსებობს ერთი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია დაძლიოს საზოგადოების პასიურობა. ეს გახლავთ ეკონომიკური ვითარება. ხალხი კარგავს სამუშაოს, არ აქვთ შემოსავლები, მათი ფინანსური დანაზოგები ან მცირეა, ან შესაძლოა დანაზოგები სულაც არ ჰქონდეთ. ამიტომ, გაუგებარია რამდენ ხანს შეიძლება იყოს რუსეთის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი?

- ასეთი ვითარებაა მთელ მსოფლიოში. მსოფლიო ეკონომიკა ჯერ არნახულ რეცესიაშია...

- გერმანიას, საფრანგეთს და აშშ-ს მეტი შესაძლებლობა აქვს გაუძლოს ამგვარ ვითარებას, ვიდრე რუსეთს ანდა საქართველოს. მხედველობაში მაქვს ფინანსური რესურსები. ამ თვალსაზრისით, რუსეთში საქმე ძალიან ცუდადაა.

განსაკუთრებით მოსკოვში. მოსკოვში ხომ ბევრი ჩამოსულია, დაქირავებული აქვთ ბინები, მათი უმეტესობა არალეგალურადაც კი მუშაობს. ცოტა ხანში მათ არსებობისთვის ფინანსური რესურსი ამოეწურებათ.

- ის, რომ ახლა ყველაფერი თუ არა ბევრი რამ გაჩერებულია, ეს რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე?

- ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედებს არა მხოლოდ ეპიდემია, არამედ ნავთობზე ფასის ვარდნა. ის, რაც ახლა რუსეთის ეკონომიკაში ხდება, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრახი არაა, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. თუ ასე გაგრძელდა, რუსეთს ეკონომიკური რესურსები მხოლოდ ნოემბრამდე იქნება საკმარისი.

თუ ასე გაგრძელდა, რუსეთს ეკონომიკური რესურსები მხოლოდ ნოემბრამდე იქნება საკმარისი

- ვნახეთ, თუ როგორ არ უნდოდა რუსეთის ხელისუფლებას ქვეყანაში პანდემიის არსებობის აღიარება, შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე 22 აპრილისათვის დანიშნული რეფერენდუმის გადადება, მაგრამ მას შემდეგ რაც 2020 ზაფხულისთვის ტოკიოში ოლიმპიადის ჩატარება გადაიდო, კრემლი იძულებული გახდა რეფერენდუმიც გადაედო....

- დიახ, პუტინს ძალიან არ უნდოდა რეფერენდუმის გადადება, მაგრამ მას ამის გაკეთებამ მოუწია. სხვა გამოსავალი არ იყო, რადგან პანდემიის გავრცელების ალბათობა იმაზე დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

რეფერენდუმის არადაგადების სურვილი იყო ერთ-ერთი და ალბათ მთავარი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება თავიდან ცდილობდა დაემალა მოქალაქებისთვის ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება და პანდემიის არსებობა.

- თქვენ კი თქვით, რომ რუსეთი ეპიდემიის გავრცელების მონაცემებით ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა, მაგრამ ალბათ ამ თვალსაზრისით ყველაზე რთული ვითარება რუსეთის აღმოსავლეთში უნდა იყოს, რომელსაც ვირუსის პირველადი გამავრცელებელი ჩინეთი ესაზღვრება.

თქვენ თუ გაქვთ მონაცემები ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რა ხდება რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ამ ქვეყანას ესაზღვრება?

- რუსეთის აღმოსავლეთში საკმაოდ დაბალია მოსახლეობის სიმჭიდროვე. იქ არც ისე ბევრი ხალხი ცხოვრობს.

- რუსული მედიისვე მტკიცებით, რუსეთის იმ ნაწილში საკმაოდ ბევრი ჩინეთის მოქალაქე ცხოვრობს და არის დასაქმებული...

- საქმე ისაა, რომ რუსეთის იმ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა ეპიდემიური პნევმონია გრიპის სახით დეკემბერ-იანვარში გადაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის აღმოსავლეთმა ეს ავადმყოფობა უკვე გადაიტანა.

ჩინეთში ეპიდემია ნოემბერში გამოვლინდა, რუსეთამდე მის ჩამოღწევას თვე-თვენახევარი დასჭირდა. რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრები ხალხი ახლა წერს, რომ დეკემბერ-იანვარში ჰქონდათ უცნაური გრიპი და პნევმონია, სწორედ იმ ტიპის ჩივილები, რომლითაც კორონავირუსი ხასიათდება. როგორც ჩანს, ეს იყო სწორედ კორონავირუსი.

რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრები ხალხი ახლა წერს, რომ დეკემბერ-იანვარში ჰქონდათ უცნაური გრიპი და პნევმონია, სწორედ იმ ტიპის ჩივილები, რომლითაც კორონავირუსი ხასიათდება. როგორც ჩანს, ეს იყო სწორედ კორონავირუსი

- თქვენთან დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ზრუნვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰააგის ტრიბუნალზე გამოვიდა მოწმე, რომელმაც დაადასტურა, რომ მალაიზიური თვითმფრინავი რუსმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.

მათივე მტკიცებით, ამ სასამართლოს მეორე დღესვე დაიწყო პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე ზრუნვა, რის შესახებაც განცხადება ვალენტინა ტერეშკოვამ გააკეთა. ისინი ყურადღება ამახვილებენ იმაზე, რომ თუ ადრე პუტინი სახელმწიფო სათათბიროში სულ აგვიანებდა, ამჯერად დანიშნულ დროს მივიდა დუმაში და საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე პირადად ისაუბრა.

თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ჰააგის სასამართლოში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე დაწყებული პროცესი რუსეთში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას?

- ეს თემები ერთმანეთთან არანაირ კავშირში არაა. რუსეთს არ აინტერესებს თუ რა ხდება ჰააგის სასამართლოში. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე არანაირად არ მოქმედებს ის, თუ რა შეიძლება ხდებოდეს რუსეთთან მიმართებაში.

- ვთქვათ, ასეა. მაშინ, სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის კონსტიტუციაში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომ პუტინს 2024 წლის შემდეგაც მიეცეს პრეზიდენტად 2-ჯერ არჩევის შესაძლებლობა?

- იმას, რომ პუტინს მიეცეს შესაძლებლობა უზრუნველყოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის მემკვიდრეობითობა იმ მომენტისათვის, როცა თავად ხელისუფლებიდან წავა. პუტინი თავის პოსტს იმაზე ადრე დატოვებს, ვიდრე 2024 წელი დადგება.

- დაახლოებით 7-8 თვის წინ, როცა ეს მოსაზრება თქვენ ჯერ რუსულ მედიაში, ხოლო შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ გააჟღერეთ, მაშინ არავინ დაიჯერა. ვეჭვობ, ამჯერადაც ასე იქნება...

- ჩემი აზრით, 2022 წელს პუტინი აღარ იქნება რუსეთის პოლიტიკაში.

- რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?

- მე აბსოლუტურად საკმარისი საფუძველი მაქვს ვამტკიცო, რომ 2022 წელს თავის პოსტზე აღარ იქნება.

- ამის მიზეზი შეიძლება იყოს რუსეთის ეკონომიკაში არსებული არასახარბიელო ვითარება თუ სხვა, საგარეო თუ საშინაო ფაქტორები?

- პუტინს აღარ შეუძლია წარმართოს რუსეთის საგარეო პოლიტიკა - შესაბამისად, მას არ ექნება შესაძლებლობა აკეთოს რუსეთის საგარეო პოლიტიკა. ახლა სულ ესაა, რისი თქმაც შემიძლია.

მე აბსოლუტურად საკმარისი საფუძველი მაქვს ვამტკიცო, რომ 2022 წელს თავის პოსტზე აღარ იქნება

- თუ ისევ პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებს დაუბრუნდებით, სავარაუდოდ, როგორია თქვენი პროგნოზი რუსეთში პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით?

- რუსეთში ეპიდემიის პიკი ჯერ კიდევ წინაა. სავარაუდოდ, ეპიდემიის პიკი რუსეთში 2-3 კვირაში, აპრილის პირველ ან მეორე ნახევრაში იქნება. ახლა რაიმე კონკრეტულის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

- არ ვიცი, აკვირდებით თუ არა იმას, თუ როგორ ებრძვის საქართველო ვირუსს. ფაქტია, რომ საქართველო მეტ-ნაკლები წარმატებით ართმევს თავს პანდემიას. მოსკოვიდანაც ასე ჩანს?

- კარგია რომ ასეა, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრსით პატარა ქვეყნები უფრო წრამატებით ართმევენ თავს პანდემიასთან ბრძოლას. ამის მაგალითია შვეიცარია, ნიდერლანდები, ავსტრია.

- მაშინ როცა მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ბელორუსს არათუ კარანტინი არ გამოუცხადებია, არც საფეხბურთო ჩემპიონატი არ გადაუდია, არც ჰოკეის მატჩები.

პრეზიდენტ ლუკაშენკოს ასეთი პოზიცია რა უფროა - არ უნდა პანდემიის არსებობის აღიარება, თუ არ უნდა სახელმწიფომ გაწიოს ხარჯები ეპიდემიასთან საბრძოლველად?

- შეიძლება ითქვას, რომ ლუკაშენკო ანტივირუსული დისიდენტია. როგორც ჩანს, ის თვლის, რომ ვირუსი არ არსებობს. შესაძლოა, მისი მხრიდან ეს იმის გამოვლინება იყოს, რომ უნდა ხალხს სჯეროდეს, რომ იგი ყველაფერს აკონტროლებს და ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა.

ლუკაშენკოს ქცევა ძალიან ჰგავს სამი კვირის წინ რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს. იგი ცდილობს არ შეიმჩნიოს პრობლემის არსებობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მასაც პუტინის მსგავსად არ გამოუვა პანდემიის არსებობის არშემჩნევა.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა