07.07.2025 / 08:38
ბრიუსელში დღეს ნატო-ს მინისტერიალი საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება

დღეს, ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება. ეს პირველი მინისტერიალი იქნება, რომელიც ფიზიკური დასწრების გარეშე, დაცული ტელეკონფერენციის მეშვეობით წარიმართება, - ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა კეი ბეილი ჰაჩისონმა განაცხადა.

„ეს რეჟიმი არ მოგვწონს, რადგან გაცილებით უფრო მეტად მოგვწონდა, როდესაც გვქონდა შესაძლებლობა შევკრებილიყავით და გვესაუბრა ჩვენი საერთო რისკების და შეკავების მექანიზმების შესახებ. რა თქმა უნდა, ახლა ამ პანდემიის გამო, ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია შეკრება, ამიტომ მინისტერიალს ვირტუალურად ვაკეთებთ და მჯერა, რომ კარგი შედეგები გვექნება, რადგან დისკუსიები ისევე გაიმართება, როგორც იმ შემთხვევაში რეალურად რომ შევკრებილიყავით,“-განაცხადა კეი ბეილი ჰაჩისონმა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს