ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრი - იზოლაციის პრინციპი დავარღვიე, იდიოტურად მოვიქეცი

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა დევიდ კლარკმა მის მიერ იზოლაციის რეჟიმის დარღვევას „იდიოტური“ საქციელი უწოდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადაყენების თხოვნით მიმართა.

„მაშინ, როდესაც ახალ ზელანდიელებს ისტორიული მსხვერპლის გაღებას ვთხოვთ, მე იდიოტურად მოვიქეცი. კარგად მესმის, რატომაც ბრაზობს ხალხი ჩემზე. ეს მოგზაურობა იზოლაციის პრინციპების დარღვევა იყო, რომელიც შორ მანძილზე გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს,“ - ნათქვამია მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასიდა ანდერნმა განაცხადა, რომ ჩვეულებრივ პირობებში ის მინისტრს თანამდებობიდან გაათავისუფლებდა, ვინაიდან ის „არასწორად მოიქცა და მისი საქციელი გაუმართლებელია“, მაგრამ, პრემიერის განმარტებით, არსებულ სიტუაციაში მისი პრიორიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაა და დევიდ კლარკის თანამდებობაზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა ოჯახთან ერთად სანაპიროზე გაისეირნა, რითაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025