ამირან გამყრელიძე - მთავრობას რეკომენდაციას მივცემდი, კარგი იქნება თუ ხანდაზმულების პნევმოკოკით აცრა დაინერგება, მაგრამ დაინერგოს ვთქვათ, როცა პანდემია ჩათავდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპთან ერთად, ხანდაზმულების პნევმოკოკებით აცრის გააქტიურება კარგი ინიციატივაა.

აღნიშნულით მან „ფეისბუქ ლაივისას“, „ინტერპრესნიუსის“ კითხვას უპასუხა, არსებობს თუ არა ქვეყანაში 60 წელს გადაცილებულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის პნევმოკოკის ვაქცინა, როდიდან დაიწყება აღნიშნული ვაქცინაცია და რამენად არსებობს გარანტია, რომ ამ ვაქცინაციის შემდეგ მოხუცის კორონავირუსით დაინფიცირების შანსი შემცირდება.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ეს ვაქცინა სიახლე არ არის, რადგან მას ბავშვებში უკვე იყენებენ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემ აზრს მოგახსენებთ. ჩვენთან, 2015 წლიდან ვცრით ბავშვებს, ანუ ეროვნულ კალენდარში შეტანილია პნევმოკოკით ვაქცინაცია, როგორც აუცილებელი ვაქცინაცია და ამან ქვეყანაში, ბავშვებში პნევმონიები შეამცირა. მოგეხსენებათ, პნევმონია სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ 2-დან 5 წლამდე ბავშვებში. ამიტომ, ეს ვაქცინაცია ქვეყანაში დაინერგა და ამის შედეგები არის, ეს არ არის ახალი ველოსიპედი, ბევრ ქვეყანაში არის და ბევრ კალენდარში, მათ შორის, საქართველოს კალენდარში. რაც შეეხება ხანდაზმულთა, ანუ 60 წელს ზემოთ ადამიანთა აცრას, რა თქმა უნდა, ზოგადად, ეს აცრა ნაჩვენებია და ზოგიერთი განვითარებული ქვეყნის კალენდარში შეტანილია, მაგრამ ნებაყოფლობითია აცრა. ძალიან ბევრ ქვეყანაშია განვითარებული პნევომკოკის გამოყენებით აცრა, რადან ის მართლაც იცავს იგივე ხანდაზმულებს პნევმონიებისგან, მაგრამ პნევმოკოკური პნევმონიების განვითარებისგან. კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით კვლევები ჯერჯერობით არ არსებობს, იმიტომ, რომ სულ 3 თვის ისტორია აქვს ამ ინფექციას. მე, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, საზოგადოებას და ასევე მთავრობას რეკომენდაციას მივცემდი, კარგი იქნება თუ ეს დაინერგება, მაგრამ დაინერგოს ვთქვათ, როცა პანდემია ჩათავდება. ანუ თუ ჩვენ გევქნება იმის ფინანსური რესურსი და საშუალებები, რომ პნევოკოკური ვაცინაციები ქვეყანაში შემოვიტანოთ, ეს მას შემდეგ მოხდეს, რაც პანდემია დამთავრდება. ჩვენი მთავარი მოწოდებაა - დარჩით სახლში, ამიტომ ძალიან რთული იქნება მოხუცების და ხანდაზმულების აცრა. თუ ამის საშუალება გვაქვს, ეს გადავწიოთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს ძალიან კარგი ინიციატივა გახლავთ, რომ გრიპთან ერთად თანდათან, გავააქტიუროთ ხანდაზმულების პნევმოკოკებით აცრა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა