კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი 26 სასულიერო პირს დაუდასტურდა

კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი 26 სასულიერო პირს დაუდასტურდა, - ამის შესახებ განცხადება კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გააკეთა.

„აი, რატომ ველოდები წლევანდელ აღდგომას აღელვებული. რამდენჯერმე შევხვდი სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლის წარმომადგენლებს და განვუცხადე, რომ მათ უნდა გააცნობიერონ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მორწმუნეების უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა კლიჩკომ.

შეგახსენებთ, რომ კიევ-პეჩორის ლავრა მომლოცველებისთვის რამდენიმე დღის წინ დაიხურა. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი მონასტრის ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ პავლესაც დაუდგინეს, თუმცა ამას ეკლესია არ ადასტურებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!