ხათუნა ზახაშვილი - პაციენტის, რომელიც სახლში მკურნალობდა, პირველადი PCR ტესტირების შედეგი უარყოფითია

პაციენტის, რომელიც სახლში მკურნალობდა, პირველადი PCR ტესტირების შედეგი არის უარყოფითი , - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ინტერპრესნიუსის" შეკითხვას.

მისივე თქმით, პაციენტს, 24 საათის შემდეგ, განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება, თუ ისიც უარყოფით იქნება, ის გამოჯანმრთელებულად შეიძლება ჩაითვალოს.

"მსოფლიომ კიდევ ძალიან ცოტა რამ იცის ამ ვირუსის შესახებ და ვერ ასახელებს ზუსტ ვადას რამდენ ხანში განიკურნება ადამიანი ამ ვირუსისგან. ის რაც უმეტესად ჟღერდება- ორკვირიანი ინტერვალი, ჯერჯერობით არის არამტკიცებულებებზე დაყრდნობილი ვადა და 14 დღე შეიძლება, სულაც არ იყოს ამ ვირუსისგან სრულად გასაჯანსაღებლად საკმარისი. ეს არის შეფასებითი ინტერვალი, რომელსაც ჩვენი გაიდლაინები ეყრდნობა. ჩვენც გვაქვს შემთხვევები, როცა ორი კვირის თავზე კლინიკურადაც და ვირუსოლოგიური კვლევით გაჯანსაღებულია ადამიანი და მათი გაწერა ხდება კლინიკებიდან. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ მძიმე შემთხვევებისთვის ორი კვირა არაა საკმარისი და სამედიცინო ზედამხედველობის ხანგრძლივობა 3-6 კვირის განმავლობაში გაგრძელდეს და ამაში უჩვეულო არაფერია", - განაცხადა ზახაშვილმა.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025