ამირან გოგიტიძე - კორონავირუსით სასწრაფო დახმარების სულ 25 თანამშრომელი დაინფიცირდა, საიდანაც 21 ბოლნისის სასწრაფო დახმარების ექიმია

კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების 25 თანამშრომლიდან, 21 ბოლნისის სასწრაფო დახმარების ექიმია, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განუცხადა.

როგორც გოგიტიძე განმარტავს, სასწრაფო დახმარების ინფიცირებული ექიმების უმეტესობა სწორედ ბოლნისის კლასტერს უკავშირდება. მისივე თქმით, ექიმების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„დაინფიცირებულების აბსოლუტური უმრავლესობა ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, ბოლნისის კლასტერიდან დღევანდელი მდგომარეობით, სასწრაფოს 21 თანამშრომელი გვყავს დაინფიცირებული. ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი. მათგან 5 ადამიანს საკრანტინო პერიოდის გასვლის დროს, ტესტირების შედეგად დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება. ინფიცირებული გვყავდა ასევე თბილისის სასწრაფოს თანამშრომელი, რომელიც გასული თვის დასაწყისში დაინფიცირდა, ის ამჟამად გამოჯანმრთლებულია, თავს კარგად გრძნობს და სახლშია გაწერილი. ამჟამად დაინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აცხადებს გოგიტიძე.

კითხვაზე, მედიკოსები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდნენ, თუ სხვა დროს, ამირან გოგიტიძე პასუხობს, რომ ბოლნისის შემთხვევაში, ეს ზუსტად დადგენილი არ არის.

„რაც შეეხება დაინფიცირების წყაროებს, თბილისის სასწრაფოს თანამშრომლის შემთხვევაში წყარო თავშივე იყო იდენტიფიცრებული და ეს მისი ოჯახის წევრის დაინფიცირებას უკავშირდებოდა, ანუ მისი ინფიცირება პაციენტის მხრიდან არ მომხდარა. ბოლნისის კლასტერს - სასწრაფოს თანამშრომლების კლასტერს რაც შეეხება, ზუსტად არ არის იდენტიფიცირებული, ეს მოხდა პაციენტისგან თუ სხვა წყაროსგან, რომლის შედეგადაც რომელიმე თანამშრომელი დაინფიცირდა და შემდეგ უკვე კოლეგებში გავრცელდა. თუმცა, ფაქტია, რომ ჯერ ერთი ადამიანის დაინფიცირება მოხდა და შემდეგ დანარჩენების“, - აცხადებს გოგიტიძე.

ის უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, ერთ-ერთი დაინფიცირებული სასწრაფო დახმარების ექიმი სხვადასხვა კლინიკაში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულდება.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს, ერთ-ერთი დაინფიცირებული ჩემი კოლეგა სხვადასხვა კლინიკაში მუშაობდა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ვარაუდი გამოითქვა, რომ ის შეიძლებოდა ინფიცირების წყარო ყოფილიყო. მინდა გითხრათ, როცა ბოლნისში პირველი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინვე მოხდა სამედიცინო პერსონალის საკარანტინო სივრცეში გადაყვანა. შესვლისთანავე მოხდა ექიმის ტესტირება, მას კორონავირუსი არ ჰქონდა. სასწრაფოს ექიმს საინკუბაციო პერიოდის მიწურულს გამოუვლინდა კორონავირუსი. ის იზოლირებული იყო და ვერავისთვის ვერ იქნებოდა გადამდები“, - განაცხადა გოგიტიძემ.

ცნობისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 25 ინფიცირებული ექიმიდან ერთი გამოჯანმრთელებულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს