სერგი კაპანაძის განცხადებით, 8 მარტს დადებული შეთანხმების არშესრულება ხელს უშლის პარტნიორებისგან ეკონომიკური დახმარების მიღებას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმების არშესრულება ხელს უშლის პარტნიორებისგან ეკონომიკური დახმარების მიღებას.

კაპანაძის თქმით, ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ქვეყანამ ეკონომიკური დახმარება მიიღოს და კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისი დაძლიოს.

„ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი დეპუტატის, ბატონი კუბილიუსის განცხადება, სადაც მან ისაუბრა, რომ 500 მილიონი ევრო უნდა იყოს გამოყოფილი საქართველოსთვის კორონასთან დაკავშირებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. მან თქვა, რომ ეს არის გადაჯაჭვული იმ ვალდებულებების შესრულებასთან, რომელიც უკავშირდება კანონის უზენაესობას და ა.შ. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, „ევროპული საქართველოსთვის“ არის უაღესად მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ ეს დახმარება არ დაკარგოს და ეს დახმარება ქართველ ხალხს მოხმარდეს. ამიტომ ყველას ინტერესში უნდა იყოს, რომ ის ვალდებულებები, რომლებიც აღებული აქვს ბიძინა ივანიშვილს 8 მარტის შეთანხმებით და რომელიც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საარჩევნო რეფორმას, იყოს შესრულებული, რომ ასეთი საფრთხეები არ ჰქონდეს ქვეყანას. ეს ეხება ასევე სხვა ჩვენს პარტნიორებსაც, ზოგადად ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ეკონომიკური დახმარება და ამიტომ ისეთი მნიშვნელოვანი სენატორების, როგორებიცაა მაგალითად სენატორი რიში, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ხოლმე დახმარების საკითხებს, მათი მოწოდებები უნდა იყოს გათვალისწინებული. ასეთი ტიპის განცხადებები ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები არიან შეშფოთებულები, რომ ჩვენთან ხელისუფლება არ ასრულებს თავის დაპირებებს. ამაზე ნათელი გზავნილები, რაც ბოლო დღეებში კეთდებოდა ჩვენი პარტნიორების მიერ, უბრალოდ ძნელი მისაღებია და ამის არშესრულება, რომ პოტენციურად სააფრთხეს უქმნის ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას დახმარების თუ სხვა კუთხით, ესეც ძალიან ნათელია. ამიტომ, ამ ცეცხლთან თამაში არ არის არავის ინტერესში, არ არის ხელისუფლების ინტერესში და არ არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესში“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროკავშირი და მისი საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს, რეფორმების განხორციელების, COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და მის სოციალურ- ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებისთვის, 500 მილიონი ევროს ოდენობის თანხით ეხმარება. ამასთანავე, კუბილიუსმა აღნიშნა, რომ საქართველოს შემთხვევაში ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმების, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა