ეროვნული ბანკი - პანდემიის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და  ეკონომიკის წახალისების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ

COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა,-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ COVID-19-თან დაკავშირებით გატარებული საგანგებო ღონისძიებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

სებ-ის ინფორმაციით, საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა, კერძოდ მოხდა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროსთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ის) პროგრამის გაფართოება და სავალუტო ინტერვენციების ახალი მექანიზმის ამოქმედება. „დროებითი საზედამხედველო გეგმა გულისხმობს საბანკო სექტორის კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების გამოყენებას ფინანსური სტრესის პერიოდში. ეს ნიშნავს არსებული კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნების შემცირებას, რაც საბანკო სექტორს საშუალებს მისცემს ამ ბუფერების საშუალებით პოტენციური ზარალები გაანეიტრალოს და განაგრძოს ნორმალური ბიზნესსაქმიანობა და რეალური ეკონომიკის დაკრედიტება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საბანკო სექტორი ჯანსაღია და მას გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, რომლებიც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული საზედამხედველო პოლიტიკის შედეგად თანდათანობით გროვდებოდა”,-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ეროვნული ბანკისვე ცნობით, სავალუტო ბაზრის უცხოური ვალუტით მიწოდების მხარდასაჭერად განხორციელდა 4 ინტერვენცია, საერთო ჯამში, 120 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.

ამასთან, საბანკო სისტემის ლიკვიდური სახსრებით უზრუნველყოფის მიზნით ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა სვოპ ოპერაციები, რითაც სისტემას აწვდის ლარის ლიკვიდობას და ა.შ. დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ იხილეთ ბმულზე.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?