თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

თბილისი-რუსთავის და რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებებით ყოველდღიურად 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავლობაში და აუცილებელია, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს.

„თბილისიდან რუსთავის მიმართულებით და რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს. პრობლემა, რომელიც ტრანსპორტის მიმართულებით თბილისი-რუსთავის გზაზე არსებობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა და პირიქით, თბილისიდან რუსთავში ჩასვლა უნდა, სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. არის ძალიან ბევრი სტუდენტი, ვინც რუსთავში ცხოვრობს და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მათთვის სერიოზული კომფორტი იქნება. შესაბამისად, მინდა მაია ბითაძეს დავავალო, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარმოდეგნილი იყოს სრულყოფილი გეგმა, სრულყოფილი წერტილები საიდან უნდა გავიდნენ ავტობუსები რუსთავის მიმართულებით და პირიქით. დედაქალაქის მერია ამ პასუხისმგებლობას აიღებს და თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. იმოძრავებს განახლებული ავტობუსები, ისეთი როგორიც თბილისის მოსახლეობას ემსახურება“,-განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!