ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ

თუ როგორ გამოიყურება პანდემიის გაკვეთილები მთავრობისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრისა და საზოგადოებისთვის, რა კორექტივები შეიტანა საშინაო პოლიტიკაში 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლებამ, რა პერსპექტივა აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებს და რამდენად საფუძვლიანია ერთი მხრივ ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლებისადმი, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების ბრალდებები ოპოზიციის მისამართით, ასევე უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკოსს, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

- ბატონო ამირან, მას შემდეგ რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ, ქვეყანა ნელ-ნელა ეტაპობრივად უბრუნდება ჩვეულ რიტმს.

ფაქტია, რომ მსოფლიოს და საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია. არავინ დავობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მედიკოსებმა და მთლიანად საზოგადოებამ მეტ-ნაკლები წარმატებით შეძლეს ამ გზის გავლა.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც მედიკოსები ამბობენ, ჯერ დასრულებული არაფერია, მაინც შეიძლება იმაზე საუბარი თუ რა გაკვეთილები მიიღო ქვეყანამ კორონავირუსის მძვინვარების პერიოდში. პანდემიისგან საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო როგორც მთავრობამ, ისე მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ.

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ როგორ გამოიყურება პანდემიის გაკვეთილები მთავრობისათვის, მთელი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოებისათვის?

- პირველ რიგში დავიწყებ ჩემი დამოკიდებულებით შიდა პოლიტიკისადმი. თუ ნახავთ ჩემს ფეისბუქ ჩანაწერებს ბოლო 2 თვის განმავლობაში, აპრილში, მაისის დასაწყისში, დაინახავთ, რომ რომ შიდაპოლიტიკური პროცესების ანალიზი, შეფასებები უინტერესო გახდა.

პოლიტიკური პროცესები დიდი ხანია არაა ორიენტირებული განვითარებაზე. არ ხდება თავად პოლიტიკური სპექტრის განვითარება-განახლებაც. ორი პოლუსის წვრილმანი კინკლაობა ანალიზისთვის ინტერესს არ წარმოადგენს.

პოლიტიკური პროცესები დიდი ხანია არაა ორიენტირებული განვითარებაზე. არ ხდება თავად პოლიტიკური სპექტრის განვითარება-განახლებაც. ორი პოლუსის წვრილმანი კინკლაობა ანალიზისთვის ინტერესს არ წარმოადგენს

ვწერ, ვსაუბრობ, ამ კუთხით არაფერი იცვლება. ამიტომ შემდგომში ვითანამშრომლოთ თავდაცვის, უსაფრთხოების, საერთაშორისო პროცესების საკითხებში, სანამ ჩვენს შიდა ცხოვრებაში უფრო საინტერესო პროცესები არ დაიწყება.

პრინცპიში თქვენი კითხვის პასუხადაც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ დავსვათ ზოგიერთი აქცენტი. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, მიუხედავად სოციალური ქსელის დუღილისა, გარკვეული ნაწილის მხრიდან ვირუსისადმი ან შეზღუდვების მიმართ უნდობლობისა, სერიოზული გამოცდა ჩააბარა და ბევრი დადებითი თვისება აჩვენა.

ოპოზიციაც აღიარებს და შედეგებითაც ჩანს, რომ ხელისუფლებამ კრიზისის მართვას თავი კარგად გაართვა. სამწუხაროდ, ამ პროცესში, ოპოზიციამ ვერ იპოვა თავისი ადგილი. ე.ი. ჯერ კიდევ გვჭირდება გაზრდა. მთელი ქრონოლოგიის განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს.

ოპოზიციაც აღიარებს და შედეგებითაც ჩანს, რომ ხელისუფლებამ კრიზისის მართვას თავი კარგად გაართვა. სამწუხაროდ, ამ პროცესში, ოპოზიციამ ვერ იპოვა თავისი ადგილი. ე.ი. ჯერ კიდევ გვჭირდება გაზრდა

- ფაქტია, რომ პანდემიამაც კი ვერ შეძლო გვეხილა ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა. თავიდან იყო იმის განცდა, რომ პანდემიამ მოახერხა მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი ჯერაც უცნობი საფრთხე იყო და არა თანამოქალაქეების მხიდან ერთმანეთის მიმართ გულწრფელი სოლიდარობისა და თანადგომის მასობრივად გამოხატვის სურვილი.

საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთის თანადგომის არაერთი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოხატულება ვნახეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ვნახეთ ბევრი რამ ცუდიც, რაზეც ამჯერად არ შეგაწუხებთ. თქვენ ყურადღება გაამახვილეთ პანდემიის პირობებში ოპოზიციური სპექტრის ქცევაზე.

თქვენი დაკვირვებით, სავრაუდოდ, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა სპექტრმა ვერ შეძლეს პანდემიის პირობებშიც კი არათუ ეფექტური, კონსტრუქციული თანამშრომლობა?

- პირველ რიგში იმოქმედა საარჩევნო წელმა. დღეს ყველა ყველაფერს ზუსტად ამ ჭრილში ხედავს. თუ გავიხსენებთ პანდემიის მთელ პერიოდს, თუნდაც ექიმებთან მიმართებაში სხვადასხვა დამოკიდებულება იყო, თავიდან შეტევები, შემდეგ გაღმერთება, ცოტა ხნით და ბოლოს ისევ კრიტიკა, რომელიც ხშირად დევნაშიც კი გადადიოდა.

სამწუხაროდ, ყველამ დაინახა, რომ მმართველი გუნდის ეპიდემიასთან წარმატებული ბრძოლა პოლიტიკური საფრთხის შემცველი აღმოჩნდა მათი ოპონენტებისთვის. მიმდინარე პანდემია კიდევ ერთი ტესტი იყო ჩვენი პოლიტიკური ელიტისთვის. ამ ვირუსს დავძლევთ, გადავიტანთ, მაგრამ გვაქვს გაცილებით სერიოზული საფრთხეები, გამოწვევები, გადასაჭრელი ამოცანები.

ყველამ დაინახა, რომ მმართველი გუნდის ეპიდემიასთან წარმატებული ბრძოლა პოლიტიკური საფრთხის შემცველი აღმოჩნდა მათი ოპონენტებისთვის. მიმდინარე პანდემია კიდევ ერთი ტესტი იყო ჩვენი პოლიტიკური ელიტისთვის. ამ ვირუსს დავძლევთ, გადავიტანთ, მაგრამ გვაქვს გაცილებით სერიოზული საფრთხეები, გამოწვევები, გადასაჭრელი ამოცანები

მათ შორის უმთავრესია დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ ამოცანის გადაჭრა მთელი პოლიტიკური სპექტრის, მთელი საზოგადოების გაერთიანების გარეშე. ყველაფერი სხვა ჩემთვის არის მეცხრეხარისხოვანი. წლები გადის და ჩვენ ვერ ვირაზმებით მთავარი პრიორიტეტის ირგვლივ. ამ პრეტენზიას ვუყენებ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. მოსწონთ მათ ჩემი პოზიცია თუ არა, მათი პრობლემაა.

პირველად არ ვწერ და არ ვსაუბრობ ამ საკითხზე. ესაა კიდევ ერთი მიზეზი რატომ არაა ჩემთვის საინტერესო ამ ვიწროპოლიტიკური კინკლაობების ანალიზი. გასაანალიზებელი არაფერია. კიდევ ერთი მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ.

მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ

- რაც შეეხება საზოგადოებას. უფრო სწორად პანდემიის გამო საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისათვის დაანონსებული დახმარების პაკეტს, ბევრი რამ მართლაც გაკეთდა, მაგრამ ბევრმა თემამ პასუხგაუცემელი კითხვები და სპეკულაციებისათვის საფუძველიც კი გააჩინა.

ოპოზიცია თავიდანვე აცხადებდა და დღესაც ამტკიცებს, რომ პანდემიით დაზარალებულთა დახმარებისათვის გაწერილი სახელისუფლებო გეგმა იმიტომ იყო დროში გაწელილი, რომ მთავრობამ იგი თავის საარჩევნო გეგმებს მოარგო.

ფაქტია, რომ ეჭვები იმანაც გააჩინა, რომ სამწუხაროდ, დღემდე დაზუსტებული არაა იმ პირთა რაოდენობა, ვინც სავარაუდოდ უნდა მიიღოს მთავრობის სოციალური დახმარება...

თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ოპოზციის მტკიცება და რამდენად გაქვთ იმის განცდა, რომ სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით ხელისუფლება თავის დანაპირებს შეასრულებს?

- დახმარების პაკეტი, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის მართლაც მასშტაბურია. მსგავსი დახმარებების დაპირებაც კი საქართველოს ისტორიაში, წინა კრიზისებისას, არ ყოფილა. რაც შეეხება ხარვეზებს, რომ არ ყოფილიყო, გასაკვირიც იქნებოდა. მთავარია, რომ მუშაობენ ამ პრობლემების გამოსწორებაზე.

მაგალითად, უკვე გამოცხადდა, რომ 1200 ლარიან კომპენსაციებს მიიღებენ არა მხოლოდ ისინი, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს საგანგებო მდგომარეობის დროს, არამედ 2020 წლის იანვრიდან ივნისამდე.

რა თქმა უნდა დიაპაზონი საკმაოდ გაფართოვდა და გაცილებით მეტი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას. თავიდან გააქილიკეს 200 ლარი თვეში ცოტა არისო, მაგრამ თუ სოციალურ ქსელში განხილვებს გადავხედავთ, უამრავი ადამიანისთვის ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა.

ცალკე გამოვყოფდი კომუნალური გადასახადების მხრივ გაწეულ დახმარებას. ჩემი აზრით, ბიზნესმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათები მიიღო. ახლა, მთავარ ხარვეზად რჩება თვითდასაქმებულთა საკითხი. ჩემთვის გაუგებარია, მცირე მეწარმე, რომელიც დაფიქსირებულია და იხდის 1% გადასახადს, რატომ გადის თვითდასაქმებულთა კატეგორიაში და მხოლოდ 300 ლარს მიიღებს, ხოლო ვინც მცირე მეწარმეს ჰყავდა დასაქმებული, ის 1200 ლარს?

თუ მცირე მეწარმეთა რიცხვი დიდია და რესურსები ვერ წვდება, კარგი იქნებოდა ეფიქრათ მცირე მეწარმეთა გათავისუფლებაზე გადასახადებისგან, დავუშვათ წლის ბოლომდე, ან 1-2 წლით.

თუ მცირე მეწარმეთა რიცხვი დიდია და რესურსები ვერ წვდება, კარგი იქნებოდა ეფიქრათ მცირე მეწარმეთა გათავისუფლებაზე გადასახადებისგან, დავუშვათ წლის ბოლომდე, ან 1-2 წლით

ეს ერთი მხრივ მათ საკმაო შვებას მისცემდა, მეორე მხრივ სტიმულს მისცემდა არაოფიციალურად თვითდასამებულებს ოფიციალურად დაფიქსირდნენ. ასევე არის შემთხვევები, განსაკუთრებით აგრარულ ბაზრობებზე, სხვა სფეროებშიც, როცა დამსაქმებლები ცნობებს არ იძლევიან. ეს მასობრივ ხასიათს ატარებს და ათეული წლებია გრძელდება. მიზეზს ყველა ხვდება და გამოსასწორებელია.

რაც შეეხება პირთა რაოდენობას, ვფიქრობ დაახლოებით ცნობილია და თანხებიც გათვლილია. საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირება კი ყველა შემთხვევაში მოხდებოდა. ფინანსისტებმა უნდა გათვალონ, იგივე მოცულობის დახმარება 2-3 თვეში რომ გაცემულიყო, შექმნიდა თუ არა ეს ლარის ჭარბ მასას და შეარყევდა თუ არა, კრიზისის გამო ისედაც წნეხის ქვეშ მყოფ ლარის კურსს.

ფინანსისტებმა უნდა გათვალონ, იგივე მოცულობის დახმარება 2-3 თვეში რომ გაცემულიყო, შექმნიდა თუ არა ეს ლარის ჭარბ მასას და შეარყევდა თუ არა, კრიზისის გამო ისედაც წნეხის ქვეშ მყოფ ლარის კურსს

გავიხსენოთ პანდემიის დასაწყისში როგორი ვარდნა დაიწყო და რა ცუდი მოლოდინები გვქონდა. კარგია რომ მოხერხდა 3,2-ზე შეჩერება. რა აზრი ექნება ადამიანებს ერთბაშად დაურიგო 1200 ლარი, რასაც ითხოვდნენ ხელისუფლების ოპონენტები, თუ ლარის კურსი და ფასები უმართავი გახდება?! ისედაც ფასების სერიოზული ზრდა მოხდა.

ამიტომ, სიამოვნებით წავიკითხავდი ამ თემაზე კვალიფიციურ კვლევებს, გათვლებით. რაც შეეხება კითხვის იმ ნაწილს, შეასრულებს თუ არა დანაპირებს, თუ არ შეასრულებს, წიწილებს სრულად ვერ დაითვლის.

- ფაქტია, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებამ ჩვენში საზოგადოებრვი აზრის პოლარიზაცია უფრო გამოიწვია, ვიდრე დეპოლარიზაცია. ისეთი პირი უჩანს, რომ მომხდარი ხელისუფლებასა და ოპოზიციაში აქამდე არსებულ კონსოლიდაციაში რომ კიდევ ბევრი კორექტივებს შეიტანს.

თქვენი დაკვირვებით, ზოგადად, რა კორექტივები შეიტანა უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლებამ შიდა პოლიტიკაში?

ოპოზიციური ფლანგის იმ ნაწილში, რომელიც მათ გათავისუფლებას ითხოვდა, და ასევე მმართველ ძალაში, რომელიც ისე კონსოლიდირებულობის შთაბეჭდილებას აშკარად არ ტოვებს, როგორც მანამდე და მათ მხარდამჭერებში?

- ხელისუფლება-ოპოზიციის ურთიერთდამოკიდებულება შეწყალების ამ აქტით არ შეიცვლება. ხალხის განწყობებზე კი სერიოზული გავლენა მოახდინა. კონსოლიდაციას რაც შეეხება, კი, კონსოლიდირებულად, ყველამ ერთად, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიაყენეს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე.

არ აქვს მნიშვნელობა განცხადებებს „ნაცმოძრაობის“ პარტნიორები აკეთებენ, თუ მათ მიერ არასწორად თუ ხელისუფლების მიერ არაჯეროვნად ინფორმირებული მაღალი რანგის პოლიტიკოსები. ეს განცხადებები კეთდება და მათი გაბათილება ვერ ხერხდება. თუ რომელიმე რგოლმა ვერ იმუშავა, უნდა გაარკვიონ და ზომები მიიღონ.

არ აქვს მნიშვნელობა განცხადებებს „ნაცმოძრაობის“ პარტნიორები აკეთებენ, თუ მათ მიერ არასწორად თუ ხელისუფლების მიერ არაჯეროვნად ინფორმირებული მაღალი რანგის პოლიტიკოსები. ეს განცხადებები კეთდება და მათი გაბათილება ვერ ხერხდება. თუ რომელიმე რგოლმა ვერ იმუშავა, უნდა გაარკვიონ და ზომები მიიღონ

„ქართული ოცნება“ ყოველთვის ელოდება ევროსტრუქტურებში ან აშშ-ს სახელისუფლებო კულუარებში როდის აალდება ცეცხლი და მერე იწყებენ მის ჩაქრობას. რა კარგადაც არ უნდა ჩააქრო ცეცხლი, ნამწვი მაინც რჩება. შეწყალებულები კი ახლა აცხადებენ, რომ ხელისუფლებას შეცდომა დააშვებინეს. ეს ხომ აღიარებაა?! ამ აღიარების ექსპორტსაც ვერ ახერხებენ.

საარჩევნო კამპანია იწყება, იგი კიდევ უფრო დაძაბული, ნეგატივზე და შავ პიარზე იქნება აგებული. ვინმე თუ დამიმტკიცებს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის დაპირისპირება, შუღლი, საზოგადოების პოლარიზება, გახლეჩვა, ერთმანეთის ლანძღვა უკეთესია, მეც ჩავერთვები.

- ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება საფრთხის ქვეშაა. ოპოზიცია ხელისუფლებისაგან 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში.

თავის მხრივ მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ „ნაციონალები“ და „ევროპელი დემოკრატები“ ამ პროცესში მონაწილოებას არ მიიღებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მათ გარეშედაც მიიღებენ.

კარგად გვახსოვს თუ რა წინააღმდეგობას უწევდა პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს ირაკლი კობახიძე, როცა პარლამენტის სპიკერი იყო. მაგრამ, ახლა იგი აცხადებს - „ოპოზიციას შეუძლია მათთვის საყვარელი სისტემა დატოვონ, მაგრამ მაშინ ეს მათი პასუხიმგებლობა იქნება.“

ის რომ მაჟორიტარული სისტემა წინა ხელისუფლების მსგავსად დღევანდელმაც წარმატებით გამოიყენა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, კარგად გვახსოვს. ამიტომ ამ თემაზე „ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ეს განცხადება და ასევე ხუმრობა თუ სერიოზულად ნათქვამი, რომ „ოპოზიცია გოიმია“, როგორც მინიმუმ, გაუგებარია.

თქვენ როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პერსპექტივას? საკონსტიტუციო ცვლილებები საპარლამენტო ოპოზიციის გარეშე იქნება მიღებული, თუ მას შემდეგ, როცა რურუას გაათავისუფლებენ?

- რთულია პროგნოზირება, რა გეგმები აქვს ოპოზიციას. ბევრი ლიდერია. ყველას მაჟორიტარობა სურს. სულ ახლახანს მაჟორიტარულ სისტემას ლანძღავდნენ. ახლა მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარი უნდა ვიყოო, - აცხადებს ზოგიერთი მათგანი. სულ 30 ოლქია. ყველას არ ეყოფა.

ამის შესახებ შარშანაც ვსაუბრობდი, რომ შესაძლოა მოქმედი მოდელი უფრო აწყობდეთ. საბაბად კი გიორგი რურუას თემას გამოიყენებენ. თუ ასე არაა, მაშინ მაჟორიტარებად ახალი სახეები უნდა დააყენონ, თავად კი პარტიული სიებით უნდა გავიდნენ. ეს იქნება ლოგიკური და მაჟორიტარული სისტემისადმი მათი ადრე გაკეთებული განცხადებების შესატყვისი. თუ ცვლილებების მიღებას აპირებენ, ვადები არ ითმენს. თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება.

თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება

- გასულ კვირას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია პარლამენტის მიერ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს. ასევე იმის დაკანონებას, რომ ეკლესიებს შეეძლებათ მათ ახლოს მდებარე 20 ჰა-მდე ტყეების მიღება.

თუ პირველ შემთხევაში ოპოზიციამ მთავრობა ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაში დაადანაშაულა, მეორე შემთხვევაში მომხდარი არჩევნების წინ მმართველი ძალის მიერ ეკლესიის მოსყიდვად შეაფასა.

პირველ შემთხვევაში ეჭვები იმან კიდევ უფრო გააღმავა, რომ მმართველმა ძალამ მის მიერვე ინიციირებულ კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა და დროც მინიმუმანდე, ანუ 15 ივნისამდე შეამცირა. რაც შეეხება მეორე საკითხს, ეკლესიებისათვის ტყეების გადაცემას, ამაზე ხელისუფლებისგან დამაჯერებელი კომენტარებიც კი არ გაკეთებულა.

ამ ორ თემაზე ხმაური მიანიშნებს იმაზე, რომ ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის არანაირი ნდობა არ არსებობს, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პოლიტიკური ბრძოლის ფონზე კი ეკლესია სულ უფრო მეტ სარგებელს იღებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ მომხდარს, ვგულისხმობ პარლამენტის მიერ ხსენებულ კანონებში კორექტივების შეტანას და ამ თემაზე გაკეთებულ ლამის სკანდალურ განცხადებებს?

- ნდობის ნაცვლად ვიტყოდი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციულობა არ არსებობს. თითქოს მნიშვნელოვანი საკითხია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობა. განმარტა ხელისუფლებამ, რომ სამი გზა არსებობდა - 1. ეპიდემიის მიშვება შვედეთის მაგალითზე. 2. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება სათანადო შეზღუდვებით, ვირუსის გავრცელების კონტროლი. ამ შემთხვევაში, ანუ საგანგებო მდგომარეობის დროს, კონსტიტუციურად, შეუძლებელი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება ახალი საარჩევნო მოდელის მიღების მიზნით. 3. მთავრობისთვის ერთჯერადი, დროებითი მანდატის მიცემა, რათა გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა, პარლამენტი შეუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას და მთავრობამ შესძლოს დროებითი შეზღუდვების მეშვეობით, ვირუსის გავრცელების კონტროლი. მთავრობას ეს მანდატი 15 ივლისამდე მიეცა.

ამ დროის განმავლობაში, თუ ვირუსის ახალი აფეთქებები არ მოხდა, დავინახავთ, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. სადაოს ვერაფერს ვხედავ. ეს საკითხი ხმაურის გარეშე უნდა გადაწყვეტილიყო.

თუ ვირუსის ახალი აფეთქებები არ მოხდა, დავინახავთ, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. სადაოს ვერაფერს ვხედავ. ეს საკითხი ხმაურის გარეშე უნდა გადაწყვეტილიყო

რაც შეეხება ეკლესიებისთვის ტყეების გადაცემას, წინა ხელისუფლების დროსაც გადასცემდნენ საპატრიარქოს ტყეებს, მიწებს, ჯიპებს. ახლა თავადვე აპროტესტებენ. მთელ მოსახლეობას თუ არა, ნაწილს მაინც ახსოვს კერძო პირების მიერ შესყიდული ტყეები, მოჭრილი 800-წლიანი ხეები, 2007 წელს 14 რაიონში ჩინელებისთვის 49 წლიანი იჯარით გაცემული ტყეები და ა.შ.

დამოუკიდებლობის პერიოდში ტყის მასივის აღწერაც კი ვერ მოვახერხეთ. მილიონობით ხე გავჩეხეთ. ასე რომ, ვიდრე უცხო ქვეყნების წარმომადგენლები ან კერძო სექტორი უკონტროლოდ გაჩეხავს ტყეებს, პირადად მე, მირჩევნია ტყე ეკლესიას გადაეცეს, თუ სხვაგვარად შენახვის შნო არ გვაქვს.

დამოუკიდებლობის პერიოდში ტყის მასივის აღწერაც კი ვერ მოვახერხეთ. მილიონობით ხე გავჩეხეთ. ასე რომ, ვიდრე უცხო ქვეყნების წარმომადგენლები ან კერძო სექტორი უკონტროლოდ გაჩეხავს ტყეებს, პირადად მე, მირჩევნია ტყე ეკლესიას გადაეცეს, თუ სხვაგვარად შენახვის შნო არ გვაქვს

- გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც აშშ გამოვიდა 1992 წელს ხელმოწერილი ღია ცისხელშეკრულებიდან.

ხელშეკრულებიდან გამოსვლის მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რის გამოც ხელშეკრულება აზრს ჰკარგავს.

ამ კონტექსტში მიზეზთა შორის ნახსენებია კალინინგრადის ოლქი და საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამ თვალსაზრისით ტრამპის ეს გადაწყვეტილება აშკარად საქართველოს მხარდამჭერია.

ნატომ კი მოუწოდა რუსეთს შეასრულოს „ღია ცის“ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები, მაგრამ რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა ტრამპის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს. უცნაური ისაა, რომ ამ საკითხში ტრამპის კრიტიკოსებს რუსეთი არ გაუკიტიკებიათ „ღია ცის“ შეთანხმების სისტემატურად დარღვევისთვის და არ მოუწოდებიათ, რომ მან იგი სრულად შეასრულოს.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და სავარაუდოდ, რას შეიძლება ის ნიშნავდეს?

- ბოლო წლებში ხდება იმ ფუნდამენტური ხელშეკრულებების რღვევა, რომლებსაც ეყრდნობოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის მსოფლიო უსაფრთხოება. შარშან ამერიკა ანალოგიური პრინციპით გამოვიდა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შეთანხმებიდან. განაცხადეს ხელშეკრულებიდან გასვლა, თუ 6 თვის განმავლობაში არ მოხდებოდა ახალი შეთანხმების მიღწევა. მიზეზზად ისევ რუსეთის მხრიდან დარღვევები დასახელდა, კერძოდ 9მ729 ტიპის რაკეტების გაშლის გამო.

ტრამპი ხისტად მოქმედებს. იმედია გათვლილი აქვთ შედეგები

„ღია ცის“ შესახებ შეთანხმება ვერ უზრუნველყოდა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში ურთიერთმონიტორინგს. „ღია ცის“ შესახებ შეთანხმების მიმართ პრეტენზიებში აშშ და ნატო ასახელებს კალინინგრადის და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საჰაერო სივრცეების დახურვას. რუსეთი ჩვეულ სტილში რჩება შეთანხმების ფარგლებში, თუმცა პრეტენზიებს უარყოფს. შესაბამისად, დიდი ალბათობით 6 თვეში ეს შეთანხმება გაუქმდება.

ტრამპი ხისტად მოქმედებს. იმედია გათვლილი აქვთ შედეგები. რუსეთი, ერთი მხრივ საუბრობს არსებული შეთანხმებების შენარჩუნებების აუცილებლობაზე, მეორე მხრივ არ ასრულებს მათ. აღნიშნულ შეთანხმებებს ალბათ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში დაუბრუნდებიან, ანუ გაისად.

- საქართველოსთან მიმართებაში საგულისხმო განცხადება გააკეთა ჩვენთვის კარგად ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა კინზინგერმა. მან განაცხადა - „საქართველო რომ ოკუპირებულია, საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატოში მივიღოთ“. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ამერიკული კაპიტალის მონაწილეობის აუცილებლობაზე.

როგორ შეაფასებდით კინზინგერის განცხადებებს და თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პანდემიის შემდეგ აშშ-მ ანაკლიის პორტის თემასთან დაკავშირებით გააქტიუროს თავისი ნაბიჯები?

- პანდემიას პირდაპირ ანაკლიასთან არ დავაკავშირებდი. ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი დაცულია კონსტიტუციური ჩანაწერით. შესაბამისად პანდემიის გარეშეც არ მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან.

ანაკლიასთან დაკავშირებით კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას, იმედია პოზიტიური სიგნალი იქნება ამერიკელი ინვესტორებისთვის, რათა აღნიშნული პროექტით დაინტერესდნენ

პანდემიას უფრო დავუკავშირებდი ჩინეთიდან სხვა რეგიონებში წარმოებების გადატანის საკითხს. როგორც ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით, რაც მისასალმებელია. ეს არაა მარტივი საკითხი. იმედია უცხოური კომპანიები დაინტერესდებიან საქართველოთი. თუმცა სხვა ქვეყნებიც არიან დაინტერესებულები.

რაც შეეხება ანაკლიასთან დაკავშირებით კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას, იმედია პოზიტიური სიგნალი იქნება ამერიკელი ინვესტორებისთვის, რათა აღნიშნული პროექტით დაინტერესდნენ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით