10 დღეში, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 57 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა გაიარა

10 დღეში, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 57 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა გაიარა.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე თვითდასაქმებულების რეგისტრაცია სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი დახმარების მისაღებად 15 მაისს დაიწყო და როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, 24 მაისის მდგომარეობით, სულ დარეგისტრირებულია 57 443 პირი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პაკეტი სხვა კომპონენტებთან ერთად, თვითდასაქმებულების ერთჯერად 300 - ლარიან დახმარებას მოიცავს და პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 75 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში, იდენტიფიცირებას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს 2020 წლის 20 მაისამდე და აკეთებს საკომპენსაციო პირების სიას. ხოლო იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე, უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა. კომპენსაციის მიღების მიზნით თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია 2020 წლის პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაცია კომპენსაციის მიღების წესისა და რეგისტრაციის შესახებ: https://www.moh.gov.ge/ka/744/

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა