მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პნევმონიით, პრობლემური პაციენტები არ გვყავს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 1 „საბურთალოს კლასტერიდანაა“, 3 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სატვირთო ავტომობილის მძღოლები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

„მხოლოდ 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მხოლოდ 6-ით გაიზარდა, ეს არის უკვე 80% გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდცენტრეში 147 კოვიდდადასტურებული მკურნალობს. 4 ახალი შემთხვევიდან 1 არის საბურთალოს კლასტერიდან, დანარჩენი 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ეს არის შემოტანილი შემთხვევა, იმპორტირებული, არა საქართველოს მოქალაქეები”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, 2 ახალი პაციენტი მოთავსდა და ჯამში, 57 ინფიცირებული მკურნალობს.

„ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე 57 დადასტურებული შემთხვევა გვყავს, 2 შემოგვემატა გუშინ, ეს არის ჩვენთან მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ოჯახის წევრები, საბურთალოს კლასტერიდან, 2-იც გამოჯანმრთელდა და დატოვა კლინიკა. პაციენტები მძიმე პნევმონიით და პრობლემური პაციენტები არ გვყავს. ძირითადად უკვე საშუალო სიმძიმის პაციენტები ჭარბობს ამ 57-ში და მცირე რაოდენობის არის მსუბუქი მიმდინარეობით”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 1 „საბურთალოს კლასტერიდანაა“, 3 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია - მარინა ეზუგბაია

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას