ნათია თურნავა - სუბსიდირებული ფასით პირბადე არის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი

აბსოლუტურად არასწორად კეთდება პირბადის ფასზე აქცენტი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან პური იაფია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ამით თურნავა გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ერთი ერთჯერადი პირბადე ერთი პურის ფასს უტოლდება.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს „ყურით მოთრეული“ არგუმენტია.

„გაწყდა კავშირები. ქვეყნებმა გადაკეტეს საზღვრები. პირბადე და პირბადის მასალა დეფიციტი გახდა. არ შემიძლია, აქაც არ აღვნიშნო, რომ 3 თვეში ჩვენ პირბადის იმპორტიორი ქვეყნიდან პირბადის ექსპორტიორად გარდავიქმენით, იმდენად სწრაფად ვირეაგირეთ. აბსოლუტურად არასწორად კეთდება პირბადის ფასზე აქცენტი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან პური იაფია. 50 თეთრიანი სუბსიდირებადი ფასით პირბადე არის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას. ყველა ბრენდირებულ აფთიაქში შეუძლიათ იყიდონ. ეს არის „ყურით მოთრეული“ არგუმენტი. პური არის იაფი“, - განაცხადა თურნავამ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს