რომან გოცირიძე - განცხადება, რომ 20 ივნისს თავებს დაითვლიან, შეიძლება გააკეთოს მხოლოდ უთავო ადამიანმა

განცხადება, რომ 20 ივნისს თავებს დაითვლიან და ა.შ. ეს შეიძლება გააკეთოს მხოლოდ უთავო ადამიანმა. 20 ივნისი ეს არის „ქართული ოცნების" ხელისუფლების ძალადობის, ანტისახელმწიფოებრიობის, უსამართლობის დემონსტრირება,- ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

რომან გოცირიძის აზრით, ხელისუფლებას 20 ივნისის აქციის ეშინია.

„მათთვის ეს არის კოშმარი. ამიტომ 20 ივნისის გახსენება ან რაიმე ფორმით იმ აქციის კომენტირება, რომელიც 20 ივნისს გაიმართება, „ქართული ოცნებისთვის" ძალიან მძიმედ გადასატანია, ამიტომ აკეთებენ ასეთ სულელურ კომენტარებს. ამ აქციის იმიტომ ეშინიათ, რომ 200 ადამიანი გამოვა, 20 000 თუ 2 000, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. თავისთავად, 20 ივნისი არის ამ ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრიობის და დანაშაულებრივი ქმედებების ვერდიქტი და გამომამზეურებელი. ეშინიათ და აკეთებენ ასეთ კომენტარს. ეს არის შეხსენება იმისა, თუ როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება, როგორ ასრულებს ის რუსეთის დაკვეთას და გამოვლინდა მრავალ საკითხში, მათ შორის, სულ ბოლოს, ანაკლიის პროექტის ჩაძირვის სახით.

ამიტომ, 20 ივნისის ხსენება მათთვის არის შემახსენებელი იმ ძალადობის და უსამართლობის, რომელსაც ჩადიოდნენ მთელი 8 წლის განმავლობაში და ამიტომ უფრთხიან 20 ივნისს განსაკუთრებით და ეშინიათ ამ დღის. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანთა რაოდენობას, რომლებზეც ისინი აპელირებენ. ერთიც რომ იდგეს და გავრილოვის სურათი დაიჭიროს, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მახინჯი სახე, რომელმაც ფაქტობრივად, უღალატა საკუთარ ხალხს", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტებთან 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აქციაზე მხოლოდ პარტიული აქტივი იქნება.

„200 „ნაციონალის" შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ , - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა