დავით ზალკალიანი - ოპონენტებისგან კონგრესმენების განცხადებასთან დაკავშირებით რეაქციები მაგალითია, როგორ ცდილობენ ის, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ ითქმის, ითარგმნოს მათ მხარდაჭერად

პირველი რეაქციები ოპონენტების მხრიდან კონგრესმენების განცხადებასთან დაკავშირებით არის ზუსტად ის მაგალითი, როგორ ცდილობს ოპოზიცია ის, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ ითქმის, გამოყენებული იყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ითარგმნოს, როგორც მათი მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, აღნიშნულ დოკუმენტს არანაირი პოლიტიკური ძალა არ აქვს და ის მხოლოდ კვლევაა, რომელსაც მათთვის „ძალიან პატივისცემული „რესპუბლიკელები“ აწერენ ხელს“.

„სულ ცოტა ხნის წინ წავიკითხე პირველი რეაქციები ოპონენტების მხრიდან კონგრესმენების განცხადებასთან დაკავშირებით და ეს არის ზუსტად ის მაგალითი, როგორ ცდილობს ოპოზიცია ის, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ ითქმის, გამოყენებული იყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ითარგმნოს, როგორც მათი მხარდაჭერა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ძალა არ აქვს, ეს არის კვლევა, რომელიც არის ჩატარებული რესპუბლიკური სასწავლო კვლევითი ცენტრის მიერ. არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო ძალა, დანიშნულება ამ დოკუმენტს არ აქვს, ეს არის კვლევა და რეკომენდაციები, რომელსაც ხელს აწერენ ჩვენთვის ძალიან პატივისცემული „რესპუბლიკელები“, 13 კონგრესმენის ხელმოწერაა და აქედან სამთან მინდა გითხრათ, რომ მე პირადად მქონდა შეხვედრა თებერვალში ვიზიტის დროს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეც შეხვდა მათ და მსგავსი რამ არც კი გამიგია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, დოკუმენტში, სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, რასაც ხელს აშშ-ის 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
04.08.2025 / 09:05

პაატა ზაქარეიშვილი - ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!

7 პარტიის აკრძალვა და საქმის აღძვრა ყოფილ პრემიერზე - რა იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნაში

დავით ზურაბიშვილი - “პაატა ბურჭულაძის სამოქალაქო პოზიციას ვაფასებ, მაგრამ ძალიან არასერიოზულია მისი წინადადება... ჩანს, არავინ ეუბნება, რომ ცდება”

საარჩევნო კამპანია ლიდერების გარეშე - “თუ დაინახეს, რომ ოპოზიციის რეიტინგი იზრდება, პრეზიდენტმა შეიძლება ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალოს”

გიორგი გობრონიძე - “ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და მოუწევს სწორედ ძალის დემონსტრირება”

დავით ზალკალიანი - ოპონენტებისგან კონგრესმენების განცხადებასთან დაკავშირებით რეაქციები მაგალითია, როგორ ცდილობენ ის, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ ითქმის, ითარგმნოს მათ მხარდაჭერად

პირველი რეაქციები ოპონენტების მხრიდან კონგრესმენების განცხადებასთან დაკავშირებით არის ზუსტად ის მაგალითი, როგორ ცდილობს ოპოზიცია ის, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ ითქმის, გამოყენებული იყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ითარგმნოს, როგორც მათი მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, აღნიშნულ დოკუმენტს არანაირი პოლიტიკური ძალა არ აქვს და ის მხოლოდ კვლევაა, რომელსაც მათთვის „ძალიან პატივისცემული „რესპუბლიკელები“ აწერენ ხელს“.

„სულ ცოტა ხნის წინ წავიკითხე პირველი რეაქციები ოპონენტების მხრიდან კონგრესმენების განცხადებასთან დაკავშირებით და ეს არის ზუსტად ის მაგალითი, როგორ ცდილობს ოპოზიცია ის, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ ითქმის, გამოყენებული იყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ითარგმნოს, როგორც მათი მხარდაჭერა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ძალა არ აქვს, ეს არის კვლევა, რომელიც არის ჩატარებული რესპუბლიკური სასწავლო კვლევითი ცენტრის მიერ. არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო ძალა, დანიშნულება ამ დოკუმენტს არ აქვს, ეს არის კვლევა და რეკომენდაციები, რომელსაც ხელს აწერენ ჩვენთვის ძალიან პატივისცემული „რესპუბლიკელები“, 13 კონგრესმენის ხელმოწერაა და აქედან სამთან მინდა გითხრათ, რომ მე პირადად მქონდა შეხვედრა თებერვალში ვიზიტის დროს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეც შეხვდა მათ და მსგავსი რამ არც კი გამიგია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, დოკუმენტში, სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, რასაც ხელს აშშ-ის 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი -  მიუხედავად ზანგეზურის დერეფნის შესაძლო გახსნისა, საქართველოზე გამავალი გზა უკვე აწყობილია და მასში ჩართულები არიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ევროკავშირი, ჩინეთი და სხვები
ანდრო გოცირიძე  -   შეუიარაღებელი  თვალითაც კი ჩანს, რომ უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში ჩამოშლილია და ორიენტირებულია მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის ინტერესის დაცვაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2025
„მონოლით დიღომი სითი“ – ახალი საცხოვრებელი კომპლექსი გადახდის საუკეთესო პირობებით
ყოველწლიური კონფერენცია მოწამვლისა და ტრავმული დაზიანებების პრევენციის შესახებ