ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ სამხრეთ კორეის საწინააღმდეგო მილიონობით პროკლამაცია გაამზადა

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ „საპასუხო სასჯელად“ ათასობით ბუშტი და მილიონობით პროკლამაცია გაამზადა.

„მტრის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით პროკლამაციების გავრცელებისთვის მზადება თითქმის დასრულებულია. ბეჭდვითმა და საგამომცემლო ინსტიტუტებმა 12 მილიონი პროკლამაცია გაამზადეს. სამხრეთ კორეაში პროკლამაციების გასავრცელებლად საჭირო 3 000 სხვადასხვა ტიპის ბუშტი უკვე მზადაა,“- ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს მიერ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ორ კორეას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაიყინა, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებები ჩაიშალა. ერთი კვირის წინ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან, ქალაქ კესონთან ერთობლივი სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა და დემილიტარიზაციის ზონაში ჯარის გაგზავნით დაიმუქრა. ფხენიანმა ამ მოქმედების მიზეზად სამხრეთ კორეელების მიერ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების საწინააღმდეგო პროკლამაციების გავრცელება დაასახელა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?