VIII კლასის ყველა და V-VII კლასების ზოგიერთი საგნის სახელმძღვანელოების გრიფირება დასრულდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა სკოლებს 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ექნებათ, რის შემდეგაც ახალი სახელმძღვანელოები დაიბეჭდება, ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება და თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით.

“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის ბრძანების საფუძველზე, მერვე კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მნიშვნელოვანი სიახლეებით წარიმართა:

  • შეფასების პირველი ეტაპის გადალახული სახელმძღვანელოების ავტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ რეცენზენტებს და, გარდა წერილობით მიღებული შენიშვნებისა და წინადადებებისა, მათგან უშუალოდ მიეღოთ დეტალური რეკომენდაციები არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სახელმძღვანელოების გასაუმჯობესებლად;
  • ხარისხის გაზრდის მიზნით, აიწია გადასალახი ბარიერი და ნაცვლად 79%-ისა, წელს გახდა 90%-ზე მეტი;
  • ხარისხის სასარგებლოდ შეიცვალა ხარისხისა და ფასის წონის თანაფარდობა სახელმძღვანელოს საბოლოო ქულის გამოყვანისას (მანამდე თანაფარდობა იყო 90% - ხარისხი და 10% - ფასი, წელს არის 95% - ხარისხი და 5% - ფასი);
  • გაორმაგდა საბაზისო და ელექტრონული რესურსისთვის გასაცემი ერთჯერადი ჰონორარები; ასევე, გაიზარდა მოსწავლის წიგნის ნაბეჭდი ეგზემპლარისთვის გასაცემი ჰონორარი.

ახალი სახელმძღვანელოები შეფასდა როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის, ასევე შინაარსობრივი, სტრუქტურული და ენობრივი გამართულობის, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან, ასევე მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

სახელმძღვანელოებს აფასებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები; შემფასებელთა ჯგუფში შედიოდნენ როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, კურიკულუმის ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.

სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობით, გრიფირების პროცესში სახალხო დამცველის რეკომენდაციით ჩაერთვნენ სპეციალისტები, რომლებმაც სახელმძღვანელოები შეაფასეს სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, რამდენადაა დაცული გენდერული ბალანსი ტექსტებსა და ილუსტრაციებში; რამდენად თავისუფალია სახელმძღვანელო სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული ელემენტებისგან; რამდენადაა გათვალისწინებული მდგრადი განვითარების პრინციპები და სხვა.

სხვადასხვა საგანზე გაკეთებული 58 განაცხადიდან საბოლოოდ გრიფი 30-მა სახელმძღვანელომ მიიღო.

გრიფირებული სახელმძღვანელოები ვერ შეირჩა შემდეგ საგნებში: გეოგრაფია (VIII კლასი); რუსული (VIII კლასი); ქართული, როგორც მეორე ენა (VII კლასი).

იმ საგნებში, რომელზეც განაცხადები არ შემოსულა, ან ვერ შეირჩა IX კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად გრიფირება მომავალ წელს თავიდან გამოცხადდება.

ელექტრონული რესურსების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გამომცემლობებს შორის თანამშრომლობა გრძელდება. ამ ეტაპზე გამომცემლობების უმრავლესობამ გრიფირებული ელექტრონული სახელმძღვანელოები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის დროებით ხელმისაწვდომი გახადა.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ უკვე დაიწყო დასრულებული გრიფირების პროცესის ანალიზი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენისა და სახელმძღვანელოების შეფასების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით და მზადაა გამომცემლების, ავტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან მიიღოს კონკრეტული წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით