ამირან გამყრელიძე - ინფიცირებული აბიტურიენტი ჯერჯერობით გამოცდებზე ვერ გავა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი ახლა პაციენტია, რომელიც მკურნალობას გადის და ბუნებრივია, ის გამოცდაზე ვერ გავა. ასე უპასუხა „ფეისბუქლაივში“ გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რატომ არ შეიძლება, რომ ინფიცირებული აბიტურიენტი სხვა გამოცდაზეც გავიდეს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მიიღებს.

„ეს აბიტურიენტი დღეს გახლავთ პაციენტი, ავადმყოფია, ის ინფიცირებულია და გადის მკურნალობას. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედია, რომ ის სრულად მალე გამოჯანმრთელდება, ის დღეს პაციენტია და გადის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ის გამოცდებზე ვერ გავა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, მას შეეძლება თუ არა გასვლა, რადგან მას ერთი გამოცდა ჩაბარებული აქვს, მიიღებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო”, - განაცხადა გამყრელიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო