ხათუნა ლაგაზიძე - ვერ ვნახეთ გუნდი, ამომრჩეველზე ორიენტირებული კანდიდატები, განვითარების გეგმა, სახელმწიფოებრივი იდეა, ვიხილეთ ადამიანთა ერთობა, რომლებიც „ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, მას შემდეგ რაც 21 ივლისს მმართველმა გუნდმა 30 მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატები დაასახელა, ამ თემაზე მსჯელობა არ ცხრება. რაც გასაკვირიც სულაც არაა, ვინაიდან მმართველი გუნდის ლიდერებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრაქტიკულად გამარჯვება დაანონსეს.

მაჟორიტართა სიის მიმართ საკმაოდ კრიტიკული შენიშვნებიც გამოითქვა, შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ამ თვალსაზრისით, ყველაზე აქტუალური გახლავთ ის, რომ 30 დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატთაგან მაქსიმუმ 5-7-ზე შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკოსებია, დანარჩენები არიან ჩინოვნიკები და ბიზნესმენები.

მოდით ამ თემაზე ჩვენი საუბარი „ქართული ოცნების“ მაჟორიტართა სიის ზოგადი შეფასებით დავიწყოთ. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატთა სიამ და თქვენი დაკვირვებით, სავარაუდო, რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს მომხდარმა ქართულ პოლიტიკურ მოედანზე წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე?

- „ოცნების“ მიერ წარმოდგენილი მაჟორიტართა სია ერთგვარი დაიგნოზია არა მხოლოდ იმის, თუ როგორი ტიპის საარჩევნო კამპანიის ჩატარებას გეგმავს ხელისუფლება, არამედ იმისაც, თუ როგორი იქნება მისი ხელწერა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

კერძოდ, მაჟორიტარების დაკომპლექტების პრინციპი ნათლად გვაჩვენებს იმას, რომ „ოცნება“ ხმების „საყიდლად“ ემზადება - წარდგენილი კანდიდატების მინიმუმ ნახევარი მსხვილი ბიზნესმენია, რომელთა ნაწილი უკვე იყო პარლამენტში ფულის საკეთებლად, ახლა აიძულებენ იმ ნაკეთები ფულის ნაწილით საარჩევნო ხმები იყიდოს, იმ პირობით რომ შემდეგ პარლამენტში უფრო მეტად გამდიდრდნენ ბიუჯეტის ხარჯზე.

„ოცნების“ მიერ წარმოდგენილი მაჟორიტართა სია ერთგვარი დაიგნოზია არა მხოლოდ იმის, თუ როგორი ტიპის საარჩევნო კამპანიის ჩატარებას გეგმავს ხელისუფლება, არამედ იმისაც, თუ როგორი იქნება მისი ხელწერა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში

ეს ის კატეგორიაა, რომელიც მორჩილებას ცვლის ბიუჯეტის თანხებზე, ბიუჯეტიდან მიღებულ მოგებაზე. რა თქმა უნდა, ყველა წარმოდგენილ კანდიდატს ამ საერთო ქვაბში ვერ მოვხარშავთ, მაგრამ მათი უმეტესობა მორჩილების სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს ისრუტავს. შედეგად, მათი ბიზნესები მსხვილდება, „ოცნება“ კი იღებს მორჩილ უმრავლესობას და საჭირო ხმებს ყველა კანონპროექტის გატანისას.

წარმოდგენილი მაჟორიტარების უმეტესობაც სწორედ მორჩილი უმრავლესობა იქნება მომავალ პარლამენტშიც.

ახალი სახეები წარმოდგენილ სიაში ფაქტობრივად ვერ ვიხილეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნებასთან“ ასოცირებას დღეს ყველა ერიდება. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ ახალი სახეების მიზიდულობის ძალა დაკარა და კანდიდატებად წარმოადგინა ძირითადად ისინი, ვისაც ხმების ყიდვა ფულის მეშვეობით შეუძლია. სულ 2-3 კანდიდატურაა „ოცნების“ მაჟორიტართა შორის ისეთი, ვისაც საკუთარი პერსონალური რეიტინგი აქვს.

ახალი სახეები წარმოდგენილ სიაში ფაქტობრივად ვერ ვიხილეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნებასთან“ ასოცირებას დღეს ყველა ერიდება. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ ახალი სახეების მიზიდულობის ძალა დაკარა და კანდიდატებად წარმოადგინა ძირითადად ისინი, ვისაც ხმების ყიდვა ფულის მეშვეობით შეუძლია. სულ 2-3 კანდიდატურაა „ოცნების“ მაჟორიტართა შორის ისეთი, ვისაც საკუთარი პერსონალური რეიტინგი აქვს

ამიტომაც, ოპოზიციას მაჟორიტარული ოლქების ნაწილის მოგების რეალური შანსი აქვს, რამდენიმე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში - თუკი დარჩენილ მაჟორიტარულ ოლქებში შეარჩევს რეიტინგულ კანდიდატებს და რაც მთავარია, ერთმანეთს ხმებს არ წაართმევს, იმიტომ რომ თუ ოპოზიციამ მთელი ენერგია ერთმანეთის დაძირვას შეალია და არა - „ოცნებასთან“ ბრძოლას, ამით ის ხელისუფლების თამაშს ითამაშებს და მარტივად რომ ვთქვათ წააგებს.

მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, დაპირისპირების ფორმულა ასეთია - ხელისუფლების ფული ოპოზიციის ავტორიტეტის წინააღმდეგ. საქმე ის გახლავთ, რამდენად ავტორიტეტული კანდიდატების შერჩევას შეძლებს ოპოზიცია.

დაპირისპირების ფორმულა ასეთია - ხელისუფლების ფული ოპოზიციის ავტორიტეტის წინააღმდეგ. საქმე ის გახლავთ, რამდენად ავტორიტეტული კანდიდატების შერჩევას შეძლებს ოპოზიცია

- ვიდრე სიის კონკრეტულ თემებზე გავაგრძელებდეთ საუბარს, კარგი იქნება თუ თქვენ მოსაზრებას გაგვიზიარებთ ზოგიერთ შემფასებელთა საკმაოდ კრიტიკულ მოსაზრებებზე.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მაჟორიტართა სიის წარდგენისას მმართველი გუნდის ლიდერთა მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი იყო - „ოცნება“ არ დავუშვებს სააკაშვილის დაბრუნებას და რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე მთავარი ფიგურები არიან ივანიშვილი და სააკაშვილი.

ამ თემაზე გია ხუხაშვილმა განაცხადა - „მაჟორიტარების სიის წარდგინებამ აჩვენა, რომ ივანიშვილს არც პოზიტიური და არც ნეგატიური განვითარების ენერგია არ გააჩნია.“

გიგი უგულავას აზრით - „ეს არაა გუნდი, რომელიც ასხივებს გამარჯვებას, წარმატებას, რომ ამ გუნდს აქვს შნო და უნარი გადაწყვიტოს ის პრობლემები, რომლის წინაშე ქვეყანა აღმოჩნდა.“ თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანად გამოუყურება ბატონ გია ხუხაშვილისა და ბატონ გიგი უგულავას შეფასებები?

- ჩვენ ვერ ვნახეთ გუნდი, ვერ ვნახეთ ამომრჩეველზე ორიენტირებული კანდიდატები, ვერ ვნახეთ განვითარების გეგმა და სახელმწიფოებრივი იდეა, რისი საზოგადოებისთვის შეთავაზებაზე „ოცნება“ აგერ უკვე რვა წელია ჯიუტად უარს ამბობს, რადგან მისი მართვის პრინციპი საზოგადოების გამთლიანება და საერთო მიზანზე ორიენტირება კი არა, დაიმორჩილე, დაყავი და იბატონეა.

ამიტომ, წარმოდგენილი კანდიდატების უმეტესობას, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, სახელმწიფოებრივი აზროვნება და აღმშენებლობითი ენერგია არც მოეთხოვება, უფრო მეტიც, ისინი ამ მიზნით არც არავის სჭირდება. ჩვენ ვიხილეთ დიდწილად საკუთარ ინტერესზე გადაგებული ადამიანების ერთობა, რომლებიც „ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან.

ჩვენ ვერ ვნახეთ გუნდი, ვერ ვნახეთ ამომრჩეველზე ორიენტირებული კანდიდატები, ვერ ვნახეთ განვითარების გეგმა და სახელმწიფოებრივი იდეა, ჩვენ ვიხილეთ დიდწილად საკუთარ ინტერესზე გადაგებული ადამიანების ერთობა, რომლებიც „ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან

სხვათა შორის, გიგი უგულავა იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანობის გარეშე ამ ხელისფლებას ძვრას ვერ ვუზამთო და აბსოლუტურად ვეთანხმები, მით უფრო, იმ პირობებში, როცა ხელისუფლებას არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ბევრი სატელიტი ჰყავს.

- სიაში ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა შპს „გლობალფარმანის“ გენდირექტორი ობოლაშვილი, რომელიც სამჯხე ჯავახეთში წინა ხელისუფლების დასაყრდენი და წინა ხელისუფლებაში შსს-ს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეგობარი იყო.

ასევე საინტერესოა ისიც, რომ მაჟორირატთა სიაში არ აღმოჩდნენ კახა ოქრიაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე, რომლებსაც საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა დაბრალდათ. საუბარია იმ დეპუტატ ოქრიაშვილზე, რომელსაც 2012 წლამდე და მას შემდეგაც უამრავი ტენდერები აქვს მოგებული, მათ შორის პირდაპირი წესით.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს სამცხე-ჯავახეთში მმართველი გუნდის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად ვანო მერაბიშვილის მეგობრის, ობოლაშვილის დასახელება? თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რატომ არ აღმოჩდნენ მმართველი გუნდის სიაში ოქრიაშვილი და ხუნდაძე?

- ოქრიაშვილზე ვერაფერს გეტყვით, ობოლაშვილი ალბათ ვანო მერაბიშვილისთვის ხმების წართმევის კუთხით ყველაზე მოსახერხებელ კანდიდატად დაიგულეს, ხუნდაძეს კი ალბათ იმდენად დაუფასეს პროპორციული არჩევნების ჩაგდება, რომ მაჟორიტარობისთვის საბრძოლველად არ გაწირეს.

ობოლაშვილი ალბათ ვანო მერაბიშვილისთვის ხმების წართმევის კუთხით ყველაზე მოსახერხებელ კანდიდატად დაიგულეს, ხუნდაძეს კი ალბათ იმდენად დაუფასეს პროპორციული არჩევნების ჩაგდება, რომ მაჟორიტარობისთვის საბრძოლველად არ გაწირეს

- ის რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტართა სიის წარდგენაზე შემთხევით არ აღმოჩნდებოდა ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე ცხადი იყო. იმავე დღეს „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნებოდა ყოფილი პრემიერი ბახტაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ბახტაძის მიმართ რკინიგზის ხელმძღვანელობის დროიდან ბევრი პრეტენზია გამოითქმებოდა, გასაკვირი არ იყო. მის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენაზე კი ითქვა, რომ „ოცნებას“ ბახტაძე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მოკავშირეობისთვის დასჭირდებოდა.

სიის პრეზენტაციაზე მმართველი ძალის დამფუძნებელმა ივანიშვილმა და სხვა ლიდერებმა ბევრჯერ გაუსვეს ხაზი იმას, რომ ქვეყანის საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღრულია და ჩვენი მიზანი ევროკავშირთან და აშშ-სთან თანამშრომლობაა.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ უცნაური ალბათ ის იყო, რომ სიის წარდგინებისას მმართველი გუნდის მხარდამჭერებს შორის მრავლად იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი გაცხადებული საგარეო კურსის მიმართ საყვედური არაერთხელ გამოუთქვამთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით ბახტაძის პოლიტიკაში დაბრუნებას და იმასაც, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის, რბილად რომ ვთქვათ, ანტიდასავლური განწყობების ადამინებიც იყვნენ?

- „ოცნების“ დღევანდელ შემადგენლობაში ფაქტობრივად არავინ დარჩა დასავლეთისთვის მისაღები ფიგურა, ვერც წარმოდგენილ მაჟორიტარებში ვიხილეთ დასავლეთისთვის დასაყრდენი ფიგურები.

„ოცნების“ დღევანდელ შემადგენლობაში ფაქტობრივად არავინ დარჩა დასავლეთისთვის მისაღები ფიგურა, ვერც წარმოდგენილ მაჟორიტარებში ვიხილეთ დასავლეთისთვის დასაყრდენი ფიგურები

თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღეს „ოცნებასთან“ ასოცირებას ბევრი ერიდება, გამოდის რომ „ოცნებას“ ისევ ძველი საკადრო რესურსისკენ მოუწევს მიტრიალება, პრინციპით - ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

ბახტაძის კონტაქტები ამერიკაში და მსოფლიო ბანკში, ასევე განათლების ის რეფორმა, რომელიც ივანიშილმა თავის გამოსვლაშიც ახსენა, როგორც უპრეცედენტო, განაპირობებს მის „ოცნების“ საპარლამენტო სიაში ჩასმას.

- „ოცნების“ სიის თემაზე საუბრისას სწორად შენიშნა „ევროპული საქართველოს“ ერთერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ - „ჯერ რაც ვიცით ასე გამოიყურება - ვაკე - ხოშტარია-ტურძელაზე, გლდანი - მელია-კობიაშვილი, მთაწმინდა-კრწანისი - შაგულიძე - ოდიშარია, ისანი - ვაშაძე - კახიშვილი, სამგორი - ხაბეიშვილი - სუბარი, ნაძალადევი - ნათელაშვილი- ყაველაშვილი.“

ჯერჯერობით უცნობია საბურთალოზე ვინ იქნებიან სერგეენკოსა და დიდუბე-ჩუღურეთში ვოლსკის კონკურენტები.

თქვენი დაკვირვებით, იმაზე რაც ვიცით, სავარაუდოდ როგორ გამოიყურება კონკურენტების შანსები? თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შანსები შეიძლება ჰქონდეთ სერგეენკოსა და ვოლსკის ჯერაც უცნობ კონკურენტებს?

- ოპოზიციის მიერ უკვე დასახელებული კანდიდატებით თუ ვიმსჯელებთ, მას თბილისის ოლქების მინიმუმ ნახევრის მოგების რეალური შანსი აქვს. რთული იქნება სერგეენკოსთან ბრძოლა, თუმცა ვნახოთ ვის დაუპირისპირებს მას ოპოზიცია.

ოპოზიციის მიერ უკვე დასახელებული კანდიდატებით თუ ვიმსჯელებთ, მას თბილისის ოლქების მინიმუმ ნახევრის მოგების რეალური შანსი აქვს. რთული იქნება სერგეენკოსთან ბრძოლა, თუმცა ვნახოთ ვის დაუპირისპირებს მას ოპოზიცია

ერთი რამ ცხადია, რომ დაუნდობელი, უმეტესად მორალის მიღმა არსებული ბრძოლის მოწმენი გავხდებით და ამ ფონზე ძალიან კარგია, რომ ელენე ხოშტარიამ ამ მორალისგან დაცლილ პოლიტიკურ გარემოში გვაჩვენა მორალური პოლიტიკოსის სახე და მაგალითი, როცა ვაკეში მისი ოპონენტის ღირსებებს გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ის სისტემას ებრძვის და სისტემას დაამარცხებს და არა სისტემის მსხვერპლ თუ მძევალ პიროვნებებს.

ერთი რამ ცხადია, რომ დაუნდობელი, უმეტესად მორალის მიღმა არსებული ბრძოლის მოწმენი გავხდებით და ამ ფონზე ელენე ხოშტარიამ ამ მორალისგან დაცლილ პოლიტიკურ გარემოში გვაჩვენა მორალური პოლიტიკოსის სახე და მაგალითი, როცა ვაკეში მისი ოპონენტის ღირსებებს გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ის სისტემას ებრძვის და სისტემას დაამარცხებს და არა სისტემის მსხვერპლ თუ მძევალ პიროვნებებს

რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციის ტაქტიკას, მე კი არა, აგერ ამერიკის ელჩშიც კი შეაშფოთა მათმა პასიურობამ. სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინტერვიუში მიმართა მან ოპოზიციას, რომ „ახლა, როცა წინასაარჩევნოდ რჩება საკმაოდ მცირე დრო, მნიშვნელოვანია თითოეულმა პარტიამ დაიწყოს კამპანია – საზოგადოებას წარუდგინოს, აუხსნას თავისი პლატფორმა, თუ პროგრამა, ის თუ, რატომ უნდა მისცენ ხმა ამა თუ იმ პარტიას“.

რამდენიმე გამონაკლისის - გიორგი ვაშაძის, „გირჩის“ და „ლელოს“ ინოვაციური კამპანიების გარდა, გასაკვირია ოპოზიციის წინასაარჩევნო პასიურობა და თუ ასე გააგრძელეს, წაგებაც არ უნდა გაუკვირდეთ.

დასავლეთის მხარდაჭერის იმედიც ოპოზიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს, თუ თავად რაიმე ღირებულს შექმნიან ქართულ პოლიტიკაში, თორემ „ოცნების“ ლობისტური მანქანა რომ მთელი ძალით ამოქმედდა, ეს აშკარად დაეტყო კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის ადამ კინზინგერის გამოსვლას, რომელიც მანამდე „ოცნების“ მიმართ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი კონგრესმენი იყო.

„ოცნების“ ლობისტური მანქანა რომ მთელი ძალით ამოქმედდა, ეს აშკარად დაეტყო კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის ადამ კინზინგერის გამოსვლას, რომელიც მანამდე „ოცნების“ მიმართ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი კონგრესმენი იყო

- მმართველი ძალის მაჟორიტარულთა სიის კომენტირებისას თინა ხიდაშელმა განაცხადა - „ივანიშვილმა შემოგვთავაზა სია, რომელიც გახმოვანებაა ფორმულის - რასაც ვერ ვიყიდი ფულით, იყიდის დიდი ფულით.“

სოციოლოგიური კვლევებით ჯერჯერობით „ქართულ ოცნებას“ მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ ფაქტია, რომ იმავე კვლევებით 60% მხარს უჭერს ხელისუფლების ცვლილების იდეას.

თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ქალბატონ თინას მოსაზრება და თქვენი დაკვირვებით რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ცვლილებების მომხრე ამომრჩეველი ივანიშვილს მისცემს უფლებას იქნენ მოსყიდული?

- ამომრჩევლის ნაწილი გულწრფელად მისცემს „ოცნებას“ ხმას, ნაწილი - მიეყიდება, მეორე ნაწილი - სახლში დარჩება, თუ ოპოზიციამ ვერ შეძლო ხელისუფლებით უკმაყოფილო ამომრჩევლის საარჩევნო უბნებთან მიყვანა.

ყველა კვლევა ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის რიცხვი გაცილებით დიდია, ვიდრე ოპოზიციური პარტიებისადმი სიმპათიით განწყობილი ამომრჩევლის რაოდენობა.

ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ მოსწონთ, მაგრამ არც ოპოზიცია ეიმედებათ. სწორედ ამ ხალხზეა სამუშაო, მათი მოზიდვა, დარწმუნება და ოპოზიციის მხარდამჭერად ქცევაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია ისეთი ანგარიშით წააგებს, რომ „ოცნება“ ხელისუფლების რანგში მშვიდად გალევს მომავალ ოთხწლეულს.

ხელისუფლება არ მოსწონთ, მაგრამ არც ოპოზიცია ეიმედებათ. სწორედ ამ ხალხზეა სამუშაო, მათი მოზიდვა, დარწმუნება და ოპოზიციის მხარდამჭერად ქცევაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია ისეთი ანგარიშით წააგებს, რომ „ოცნება“ ხელისუფლების რანგში მშვიდად გალევს მომავალ ოთხწლეულს

ხალხი ამდენი წვრილ-წვრილი პარტიის შემხედვარეც იბნევა, არადა ოპოზიციას მთელი დრო იმაში უნდა დაეხარჯა, რომ საზოგადოებისთვის ამ ისტორიული არჩევნების მნიშვნელობა აეხსნა.

კერძოდ, ის, რომ განვითარების სრულიად ახალ ფაზაზე გადავდივართ და ეს ახალი რეალობა ამომრჩევლისგან განსხვავებულ მიდგომას ითხოვს. ეს ნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი ესა თუ ის პოლიტიკური ლიდერი ერის უმრავლესობას მოსწონდეს, სრულიად საკმარისია ერთი პოლიტიკური ლიდერი ან პარტია მოსწონდეს 5%, 10% ან 30%-ს.

შედეგად, ჩვენ ვიღებთ კონფიგურაციას, როცა საზოგადოების ყველა ფენის ინტერესი და სიმპათია იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ გვაქვს ახალი კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი, რომლებიც ხელს უწყობენ მრავალპარტიული საპარლამენტო სამთავრობო კოალიციის ფორმირებას და ამ ტიპის ქვეყნებში მაჩო, ქარიზმატული ლიდერებისთვის ადგილი ნაკლებად არის და უფრო რაციონალური, თანაბარი კალიბრის ზომის მქონე ლიდერების შეთამაშების შედეგად იმართება ასეთი ტიპის ქვეყნები, მაშინ საგანგაშო არაფერი გვქონია.

ვისაც რომელი პარტია მოსწონს, იმას მისცეს ხმა. მთავარია ამომრჩეველმა არ ჩათვალოს, რომ არჩევნებზე მისვლას აზრი არ აქვს. ამომრჩეველს უნდა გავაგებინოთ, რომ სწორედ ეს კონფიგურაციაა ის, რისთვისაც ვიბრძოდით ამდენი წელი ყველა ერთად, ის, რაც დაგვაზღვევს ავტორიტარიზმისგან, კორუფციისგან, რაც უმნიშვნელოვანესი რამ არის - ბევრი პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში, თავად გახდება ერთმანეთის კონტროლის მექანიზმი.

ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციით საპარლამენტო რესპუბლიკაა, საპარლამენტო რესპუბლიკების ხელისუფლების არსს და შემადგენლობას თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში, როგორც წესი, ერთი დომინანტი პარტია არ არის, ზოგადი არსი არის მრავალი პარტისგან შექმნილი ჯერ საპარლამენტო და შემდეგ სამთავრობო კოალიცია.

ეს არის კონსენსუსური დემოკრატია, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება კოალიციაში შემავალი სუბიექტების შეთანხმებით. წლებია ვასწავლი სახელმწიფო მართვის თეორიებსა და სისტემებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ასე, რომ ეს სფერო ძალიან ახლობელია ჩემთვის.

ერთ-ერთი მთავარი, რაც გამოარჩევს საპარლამენტო დემოკრატიას საპრეზიდენტოსგან არის ის, რომ ავტორიტარული მიდრეკილებები საპარლამენტო რესპუბლიკებში ძნელად იკიდებს ფეხს. ეს არის იმ ტიპის სახელმწიფოები, სადაც მესიანისტური ლიდერებისთვის ადგილი ნაკლებად რჩება. მესიებისთვის ხელსაყრელი და ნოყიერი გარემო საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის.

ჩვენ კი კვლავ მესიების მოლოდინში ვართ - ზვიად გამსახურდია, რომელმაც დამოუკიდებლობისკენ წაიყვანა ერი, შევარდნაძე, რომელმაც საერთაშორისო ფუნქცია შესძინა სახელმწიფოს, სააკაშვილი, რომელმაც მართლაც თანამედროვე საქართველო შექმნა და ისე დამუხტა სახელმწიფო განვითარებისკენ, რომ დღემდე ამ ინერციით მოვდივართ, გლობალურ მოთამაშეებში გაიყვანა პატარა ქვეყანა და საქართველოს მოქალაქის ცნებას დაადო ფასი, ივანიშვილი, რომელმაც ძალადობაში გადაზრდილი რეჟიმისგან დაიხსნა ქვეყანა ანუ, ყოველთვის გვყავდა ერთი ლიდერი, რომელიც ყველაფერზე ზემოთ იდგა და დანარჩენები, რომლებიც საკუთარი პოპულარობითა და გავლენით ვერც კი უახლოვდებოდნენ ლიდერს.

ასეთ ძალიან მყარ ვერტიკალს, კლასიკურ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელს ვიყავით შეჩვეულები. ახლა კი კონსტიტუციურადაც სრულიად სხვა რეალობაში გადავდივართ.

ძალიან საინტერესოა სახელწმიფო მართვის მოდელისა და საარჩევნო სისტემის ურთიერთმომართებაც - კლასიკურ დემოკრატიას მხოლოდ საპარლამენტო რესბუბლიკა ვერ შექმნის თუ მას ფეხდაფეხ არ მიჰყვება საარჩევნო სისტემა.

საპარლამენტო რესბუბლიკასთან ერთად, პროპორციული საარჩევნო სისტემა ქმნის სწორედ ამ საპარლამენტო დემოკრატიას და არა ერთ პირზე დამოკიდებულ მმართველობას. საპარლამენტო სისტემა და პროპორციული მოდელი ყველაზე უფრო კონსენსუსურია ანუ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული, ჩვენ სწორედ ამისკენ მივდივართ.

ამიტომაც, მესიების საჭიროება, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად არანაკლებ დააზარალეს ქართული სახელმწიფო, მათი აუცილებლობა უბრალოდ გაქრა დღის წესრიგისგან, მათ არ ითხოვს არც კონსტიტუცია და არც საარჩევნო სისტემა.

ამიტომაც, საზოგადოებაში ჩარჩენილი მესიების მოლოდინი სრულიად აცდენილია ჩვენს კონსტიტუციას. შესაბამისად, საზოგადოებაც ამ ახალ რეალობაზე უნდა გადაერთოს და მესიების დრომოჭმული მოთხოვნა უნდა ჩანაცვლდეს ერთი და იგივე კალიბრის სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების გუნდებით.

საზოგადოებაში ჩარჩენილი მესიების მოლოდინი სრულიად აცდენილია ჩვენს კონსტიტუციას. შესაბამისად, საზოგადოებაც ამ ახალ რეალობაზე უნდა გადაერთოს და მესიების დრომოჭმული მოთხოვნა უნდა ჩანაცვლდეს ერთი და იგივე კალიბრის სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების გუნდებით

ახლა გვყავს ბევრი პოლიტიკური ლიდერი მეტნაკლებად თანაბარი წონის, რომლებსაც ერთად შეუძლიათ შექმნან საპარლამენტო და სამთავრობო კოალიცია. ეს პარტიები როგორ მოერგებიან ერთმანეთს და რა კოალიციური კონფიგურაციები შეიძლება მივიღოთ, ეს უკვე სხვა საკითხია.

- იმის გარდა, რომ მთელ მსოფლიოში არასტაბილური მდგომარეობაა, აშკარად არასასურველი სურათი იყო და ახლაც ასეთად რჩება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს ჩვენთან შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების შედეგებზე აშშ-სა და ევროპაში და ასევე ჩვენს სამეზობლოში არამდგრადი და არასტაბილური ვითარება?

- თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ისტორიკოსი, სტრატეგი და მოაზროვნე ნილ ფერგიუსონი გასაოცარ პროგნოზებს გვთავაზობს, თუ საით წავა მსოფლიო მომავალი ორი ათწლეულის განმავლობაში.

ის ამბობს, რომ 2028 წლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში კრიტიკული იქნება წილი მემარცხენე-სოციალისტი ამომრჩევლის და სწორედ ისინი განსაზღვრავენ ამერიკის პოლიტიკას, მაშინ როცა სადღაც ორ ათწლეულში ჩინეთის მოსახლეობის ერთი მესამედი პროტესტანტი ქრისტიანი იქნება.

გამოდის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა რეალობად უნდა იქცეს ჩინეთის ვესტერნიზაცია და ამერიკის სოციალისტიზაცია, შესაბამისი კოლოსალური, ათასწლეულებში რომ ერთხელ ხდება იმ ტიპის ბიძგებითა და ძვრებით. და საქართველო ამისთვის უნდა ემზადოს.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა რეალობად უნდა იქცეს ჩინეთის ვესტერნიზაცია და ამერიკის სოციალისტიზაცია, შესაბამისი კოლოსალური, ათასწლეულებში რომ ერთხელ ხდება იმ ტიპის ბიძგებითა და ძვრებით. და საქართველო ამისთვის უნდა ემზადოს

უფრო ახლო სამეზობლოშიც არანაკლებ დრამატული პროცესები ვითარდება - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, საქართველოსთან ახლოს, ყარაბაღიდან სადღაც 300 კილომეტრში მომხდარი სამხედრო დაპირისპირება, საქართველოსთვის ბევრ თავის ტკივილს აჩენს.

საუბარია რეგიონზე, სადაც საქართველო-აზერბაიჯანის საერთაშორისო ფუნქციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთ კავკასიური მილსადენი, საიდანაც საქართველოში აზერბაიჯანული გაზი შემოდის და რომლის წყალობითაც, საქართველო რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებელი გახდა და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა გადის.

სიტუაციის შემდგომი ესკალაციის და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე მონაკვეთებზე სამხედრო დაპირისპირების გავრცელების შემთხვევაში, რუსეთის თავის „სამშვიდობო ინიციატივას“ აამოქმედებს, რუსი „მშვიდობისმყოფელების“ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩაყენების ჩათვლით, რაც მას საშუალებას მისცემს გააკონტროლოს ზემოთ ჩამოთვლილი კრიტიკული ინფრასტრუქტურა ნავთობ და გაზსადენების ჩათვლით, რაც, თავის მხრივ, რეგიონის დასავლეთისთვის დაკარგვის ტოლფასია.

სიტუაციას ამძაფრებს, ერთის მხრივ, აზერბაიჯანში არსებული მწვავე ბრძოლა ხელისუფლების გადანაწილებისთვის, რისი გამოძახილიც არის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის გათავისუფლებაც და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავებაც, მეორე მხრივ, სომხეთში არსებული ვითარებაც, რომლის შესახებაც ამ დღეებში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება მოვისმინეთ.

კერძოდ, საუბრობენ იმაზეც, რომ ამ კონფლიქტს რუსეთი სომხეთის პრემიერის ფაშინიანის პროდასავლური განწყობების მოსათოკად გამოიყენებს და იმაზეც, რომ პირიქით, ამ სამხედრო ესკალაციას სწორედ ფაშინიანი გამოიყენებს მოსახლეობაში პროდასავლური კურსის მომგებიანობის გასამყარებლად, რადგან კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ დატოვა რუსეთმა სომხეთი აზერბაიჯანის პირისპირ მარტო.

ნებისმიერ შემთხვევაში, მეზობლებში მიმდინარე დუღილის პროცესი თავად არასტაბილური საქართველოსთვის დამატებით რისკებს აჩენს. ამის მაგალითად, აზერბაიჯანულ მედიაში ბოლო დღეებში, საქართველოს წინააღმდეგ გაჩენილი ბრალდებებიც გამოდგება, რომლის თანახმადაც საქართველომ გაატარა სომხეთისკენ სერბეთში შეძენილი ყუმბარმტყორცნები, რითიც შემდგომში დაიბომბა აზერბაიჯანის პოზიციები.

მეზობლებში მიმდინარე დუღილის პროცესი თავად არასტაბილური საქართველოსთვის დამატებით რისკებს აჩენს. ამის მაგალითად, აზერბაიჯანულ მედიაში ბოლო დღეებში, საქართველოს წინააღმდეგ გაჩენილი ბრალდებებიც გამოდგება, რომლის თანახმადაც საქართველომ გაატარა სომხეთისკენ სერბეთში შეძენილი ყუმბარმტყორცნები, რითიც შემდგომში დაიბომბა აზერბაიჯანის პოზიციები

თანაც ეს იარაღი უკავშირდება იმ იარაღით მოვაჭრის სახელს, რომელიც ამერიკის მიერ შავ სიაშია შეყვანილი და მასზე ამერიკული სანქციები ვრცელდება. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება, ეს კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობებს არა მარტო აზერბაიჯანთან, არამედ აშშ-სთანაც, რომელთან ურთიერთობის გაუარესებაც, ბოლო თვეების მანძილზე, ისედაც აშკარაა.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსთვის ამერიკის სამხედრო-ფინანსური დახმარების მნიშვნელობას როცა საუბრობს „აშშ-ს კონგრესის ასიგნაციების კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 2021 წელს საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი დახმარების 15 პროცენტის შეიძლება შეჩერდეს თუ სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიული მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს“.

კერძოდ, ელჩი დეგნანი ამბობს - “ვფიქრობ, ამ სურათს ცოტა უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ. ერთი მხრივ საუბარია 15 პროცენტზე, მაგრამ გამოყოფილი თანხა 135 მილიონი დოლარია. ეს საკმაოდ დიდი თანხა, მოცულობით მეორე ადგილზე ევროპის ქვეყნებისთვის... ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია და სერიოზულად უნდა იყოს აღქმული“.

აშშ-ს ელჩის წუხილი არა ერთ საკითხზე მიანიშნებს იმაზე, რომ დასავლეთი მოახლოებულ არჩევნებში არც ამომრჩეველზე ზეწოლას გამორიცხავს და არც საარჩევნო კომისიების ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობას, რამაც სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას არჩვენების შედეგების დასავლეთის ქვეყნების მხრიდან აღიარებას

არანაკლებ ყურადსაღებია მისი წუხილი წინასაარჩევნო პროცესში და არჩევნებისას ამომრჩეველთა შესაძლო ზეწოლასა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების არსებულ წესზე, რომელიც ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო კომისიების საკუთარი სურვილისამებრ დაკომპლექტებას არ გამორიცხავს.

კელი დეგნანი ხაზს უსვამს, რომ „ჩვენი სურვილი იყო კანონმდებლობაში გვეხილა დებულებები, რომლებიც უფრო დეტალურად დაარეგულირებდა ისეთ საკითხებს როგორიცაა - ამომრჩეველთა შესაძლო დაშინება, საარჩევნო კომისიების პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტება“.

აშშ-ს ელჩის წუხილი არა ერთ საკითხზე მიანიშნებს იმაზე, რომ დასავლეთი მოახლოებულ არჩევნებში არც ამომრჩეველზე ზეწოლას გამორიცხავს და არც საარჩევნო კომისიების ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობას, რამაც სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას არჩვენების შედეგების დასავლეთის ქვეყნების მხრიდან აღიარებას.

ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციისკენ მიმავალი გზაა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე ნამდვილად არ მივა და პროცესების ასეთ განვითარებას არც დასავლეთი დაუშვებს.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო