თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ირაკლი ოქრუაშვილი არ ესწრება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხება.

საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილმა გასცა დავალება გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და მომხდარი ფაქტისთვის შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე მიეცათ.

„2004 წლის ნოემბერში, როცა ეს ტრაგედია მოხდა, ირაკლი ოქრუაშვილმა, იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა დავალება გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და ამ ფაქტისთვის შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე მიეცათ. შედეგად, მოხდა ავტომობილში მსხდომი პირებისთვის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩადება, ასევე მტკიცებულებების გაყალბება", - განაცხადა სადრაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025