პრემიერი ბაჩალიაშვილის საქმეზე - შსს-ს მოქალაქეების პროაქტიულ ინფორმირებას ვავალებ, რათა არ დარჩეს არცერთი სივრცე, რომ  ეს ზოგიერთმა გარკვეული სპეკულირებისთვის გამოიყენოს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნულ საქმეზე სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება მოითხოვა. მან შსს-ს გარდაცვლილის ოჯახისა და საზოგადოებას პროაქტიული ინფორმირებულობა დაავალა.

„მინდა გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქვეყანაში მოხდა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გაურკვეველ პირობებში გარდაცვალება არის უაღერესად მძიმე შემთხვევა. მინდა, პირველ რიგში, სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა, ეს ტრაგედია სცდება ოჯახს და ქვეყნის ტრაგედია ხდება. შესაბამისად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში, ოჯახს უნდა გავუფრთხილდეთ და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს.

რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, შსს-ს მინდა დავავალო, მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა ეს გარკვეული სპეკულირებისთის გამოიყენოს.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიული ინფორმირებულება, პირველ რიგში ოჯახის და შემდგომ საზოგადოების. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლებები შსს-ში. ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესადი მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მინდა თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტული ინფორმაციის გაზიარებისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის. დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან ძალზედ მნიშვნელოვანია, სწრაფი, ეფექტური გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულება“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

იხილეთ ვიდეო: პრემიერი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის