ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში 51 მცირე მარნის 600-მდე ბოთლი ღვინის გაგზავნა უზრუნველყო

საქართველოდან ლატვიაში გაგზავნილი ქართული ღვინის ნაწილი ქალაქ რიგაში, 29 და 31 ივლისს დაგეგმილ დეგუსტაციებზე იქნება წარდგენილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დეგუსტაციებს ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის.

მათი ინფორმაციით, ღვინის დარჩენილი ნაწილი ლატვიაში მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.

„მცირე მარნების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამა“ შემუშავდა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან ლატვიაში 800 ათასი ბოთლია ექსპორტირებული, ზრდა 24%-ს აღწევს.

ლატვიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას ღვინის ეროვნული სააგენტო კონტრაქტორი კომპანიის „TRIBE INTERNATIONAL“ მეშვეობით ახორციელებს. მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, სარეკლამო კამპანია, ძირითადად, ონლაინ და ციფრული ტექნოლოგიების ფორმატში ტარდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს