"შეცვალემ" "ქართული ოცნების" შენობის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან, მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც "მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა.

მათ შენობის მიმდებარე ტერიტორია სიმბოლურად ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. ორგანიზაცია შეცვალეს წევრის ნიკა ფარულავას განცხადებით, ყვითელი ლენტი ნიშნავს დამნაშავე რეჟიმს.

„მათ ჰყავთ პოლიტპატიმრები, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნავენ და გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენით ფაქტიურად ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ყველას, რომ რვა მარტის შეთანხმებას არ ასრულებს“,-აცხადებს ფარულავა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი შეიკრიბნენ რათა, პოლიტიზირებული სასამართლო და დარღვეული შეთანხმება გააპროტესტონ.​ პროტესტის მონაწილეების განცხადებით, გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” 8 მარტის შეთანხმება არ შეასრულა, რაც ნიშნავს , რომ წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების დღე რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე ჩაივლის.

ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა