ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, თუ ჩვენს ქვეყანაში არა, მსოფლიოში ბევრი საინტერესო რამ ხდება, მაგრამ ჩვენში კარგა ხანია ყველაფერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, შესაბამისად, საუბრის დაწყება ამ თემით მოგვიწევს.

საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვეა დარჩენილი, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი, რაც საჯარო სივრცეში ხდება, სწორედ არჩევნებს უკავშირდება. არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე 3 თვით ადრე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ და თუნდაც განწყობების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას?

- ლუდოვიკოს XV-ეს ფავორიტს, მარკიზა დე პამპადურს ეკუთვნის გამონათქვამი, რომელიც აფორიზმად იქცა - „Après moi le déluge“- ჩემს მერე თუნდაც წარღვნა ყოფილიყოს. სხვათა შორის, საფრანგეთის ამ მეფის პოლიტიკა ზუსტად ასეთ პრინციპს ეფუძნებოდა, რამაც, საბოლოო ჯამში, მისი სიკვდილის 15 წლის შემდეგ, ბასტილიის აღება და საფრანგეთის რევოლუცია განაპირობა.

რატომღაც მეჩვენება, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის, განსაკუთრებით კი, როგორი დასანანიც არ უნდა იყოს, ოპოზიციის ყველაზე უფრო გავლენიანი ფრთის, პოლიტიკა ზუსტად ამ პრინციპს ეფუძნება.

ოპოზიცია ყოველგვარი ზნეობრივი თუ მორალური იმპერატივის უარყოფით, იყენებს ნებისმიერ პიარ სვლას და საერთოდ არ ითვალისწინებს, რამდენად საზიანოა ასეთი პოლიტიკა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. მხედველობაში მიიღება მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესები. საქმე იქამდეც მიდის, რომ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პოლიტიკური სახეები სრული სერიოზულობით აცხადებენ - ჩვენ თუ ხმა არ მოგვეცით, დაინგრევა სახელმწიფო.

ოპოზიცია ყოველგვარი ზნეობრივი თუ მორალური იმპერატივის უარყოფით, იყენებს ნებისმიერ პიარ სვლას და საერთოდ არ ითვალისწინებს, რამდენად საზიანოა ასეთი პოლიტიკა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. მხედველობაში მიიღება მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესები. საქმე იქამდეც მიდის, რომ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პოლიტიკური სახეები სრული სერიოზულობით აცხადებენ - ჩვენ თუ ხმა არ მოგვეცით, დაინგრევა სახელმწიფო

მინდა დაგაწყნაროთ, ბატონებო, საქართველო გაცილებით უფრო მდგრადია, ვიდრე წარმოგიდგენიათ, მან მურვან ყრუს, თემურ ლენგს, შაჰ-აბასს, ნიკოლოზ პირველს, იოსებ სტალინს, ლავრენტი ბერიას და ბევრ სხვასაც გაუძლო, თქვენც ისე გაგიძლებთ, რომ საქართველოს ისტორიაში ერთი პაწაწკინტელა ნაიარევიც არ დარჩება.

ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკურ დოქტრინას „Il fine giustifica i mezzi“ - მიზანი საშუალებებს ამართლებს - სტრატეგიული მდგრადობა არ გააჩნია. გაიხსენეთ, თუნდაც ალ გორის ქმედებანი 2000 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა მან უზენაეს სასამართლოში სარჩელი არ შეიტანა, რომ მისი სამშობლოს იმიჯს ხალისოდენა ჩირქი არ მოსცხებოდა. აი, ეს არის მორალური და ზნეობრივი მიდგომა, რომელსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობ პოლიტიკურ სპექტრში ნამდვილად ვერ იხილავთ.

მადლობა ღმერთს, რომ ახლანდელი, უკვე მერამდენედ შეცვლილი, კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი პარლამენტში გასვლის შანს მცირე პარტიებს აძლევს. ეგებ, ახალი პარლამენტი ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველ პოლარიზაციას გადაურჩეს, რისი, მართალი გითხრათ, ნაკლებად მჯერა.

განწყობა კი ასეთია - ხალხს მობეზრდა პოლარიზაცია და ამომრჩეველთა ნაწილი ხმას ახალ სახეებს მისცემს, ნაწილი კი იმოქმედებს პრინციპით - შინაური ჭირი მარგებელიაო.

ხალხს მობეზრდა პოლარიზაცია და ამომრჩეველთა ნაწილი ხმას ახალ სახეებს მისცემს, ნაწილი კი იმოქმედებს პრინციპით - შინაური ჭირი მარგებელიაო

- რადგან არჩევნებისთვის მზაობისა თუ მზადების თვალსაზრისით მმართველი გუნდი აშკარად უფრო ორგანიზებულად გამოიყურება, „ქართულ ოცნებაზე“ საუბრით უნდა გავაგრძელოთ. თუნდაც იმიტომ, რომ უკვე ვიცით, რომ 30 მაჟორიტარულ ოლქში ვინ იყრის კენჭს მმართველი გუნდის სახელით.

ამ თემაზე საუბრისას ქალბატონმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა - ვერ ვნახეთ გუნდი, ამომრჩეველზე ორიენტირებული კანდიდატები, განვითარების გეგმა, სახელმწიფოებრივი იდეა, ვიხილეთ ადამიანთა ერთობა, რომლებიცოცნებასხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან“.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული კანდიდატების შემადგენლობამ? თქვენი დაკვირვებით ამ სიის უპირატესობები და ნაკლი რა შეიძლება იყოს?

- „ქართულ ოცნებას“ საარჩავნო კამპანია ჯერ არ დაუწყია. ასეთი რეალური კამპანია დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ცნობილი გახდება პროპორციული სისტემით ასარჩევ კანდიდატთა სია. ამიტომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, ჯერ არწარმოდგენილ საარჩევნო პროგრამაზე ლაპარაკი ნაადრევია.

„ქართულ ოცნებასსაარჩავნო კამპანია ჯერ არ დაუწყია. ამიტომ მათ საარჩევნო სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, ჯერ არწარმოდგენილ საარჩევნო პროგრამაზე ლაპარაკი ნაადრევია

მე ანალიტიკოსი ვარ და სანამ ამ რთულ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, უნდა გავაანალიზო მაჟორიტარი კანდიდატებისა და საარჩევნო სიის სინერგიულობა, შევაფასო ამ კანდიდატების შანსები სხვა პარტიების კანდიდატებთან ბრძოლაში, საარჩევნო ლოზუნგები, პროგრამა და ბევრი სხვა გარემოება. ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება არ მიყვარს, რათა შემდეგ არ შემრცხვეს.

დამისვით ეს კითხვა შუა სექტემბერს.

- მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი ოპონენტებისაგან განსხვავებით უფრო ორგანიზებულად გამოიყურება, ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, მმართველ გუნდში ვითარება ისე დავარცხნილი სულაც არაა, როგორც ჩანს.

მათივე მტკიცებით, წარმოუდგენელია პრემიერი დისკომპორტს არ გრძნობდეს იმის გამო, რომ მისი მთავრობის წევრები, რომლებიც ძალოვან უწყებს ხელმძღვანელობენ, არა მას, არამედ ივანიშვილს ექვემდებარებიან, რომ თბილისის მერი კალაძეც მისგან საკმაოდ დამოუკიდებელი ფიგურაა. რაც შეეხება ექსსპიკერსა და ახლა „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელს ირაკლი კობახიძეს, იგი უმრავლესობაში ავტორიტეტით არ სარგებლობს.

გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ამგვარ შეფასებებს კიდევ ბევრს მოვისმენთ, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, რამდენად ტოვებს მმართველი გუნდის ლიდერშიფი ერთიანი, მონოლითური გუნდის შთაბეჭდილებას?

- დედაქალაქის მერი თბილისელების მიერ არის არჩეული და მოგწონს იგი თუ არ მოგწონს, ძალიან კარგია, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა და არა მარიონეტი. მოგწონს მისი პოლიტიკა თუ არ მოგწონს, ეს მისი პოლიტიკაა და ის მთლიანად პასუხისმგებელია ამ პოლიტიკაზე.

საინტერესო ისაა, თუ რას ეფუძნება ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის ნარატივი. პარადოქსია - ერთი მხვრივ, ჩვენ გვინდა, რომ დასავლური ფასეულობანი დავნერგოთ ჩვენ ცხოვრებაში, ხოლო მეორე მხრივ, გვიკვირს, რომ ხალხის მიერ არჩეული თბილისის მერი დამოუკიდებლად იქცევა.

პარადოქსია - ერთი მხვრივ, ჩვენ გვინდა, რომ დასავლური ფასეულობანი დავნერგოთ ჩვენ ცხოვრებაში, ხოლო მეორე მხრივ, გვიკვირს, რომ ხალხის მიერ არჩეული თბილისის მერი დამოუკიდებლად იქცევა

მითხარით, გინახავთ, მაგალითად, ნიუ იორკის, ლონდონის ან, ვთქვათ, პარიზის მერი, რომელიც პარტიის ლიდერს, როგორც კლასის დამრიგებელს, ყოველ ქმედებაზე ნებართვას სთხოვს?

ეხლა მეორე. პოლიტიკური პარტია ელიტური კლუბი არ არის, სადაც ადამიანები პირადი სიმპათიების შესაბამისად ერთიანდებიან. პოლიტიკური პარტია პოლიტიკის გასატარებლად არის შექმნილი. განსაკუთრებით მძლავრ, გავლენიან, მრავალათასიან პარტიაში, რა თქმა უნდა, გაერთიანებულია ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ერთმანეთი არ უყვართ, სძულთ კიდეც, მაგრამ საქმის საკეთებლად თავის პირად გრძნობებს აოკებენ.

მართალი გითხრათ, სულ არ მაინტერესებს პარტიის ან მთავრობის შიდა სამზარეულო. მე, როგორც დიდი ხნის წინ ვთქვი, ვაანალიზებ მოვლენებს და არა მათ გამომწვევ ინსტინქტებს. და ამ თვალსაზრისით, პარტიის კულუარებიდან გადმოღვენთილ დიდ ვნებათა ღელვას, ჭორების გარდა, მე ვერ ვხედავ.

პირიქით, ბატონი გიორგი გახარია ის იშვიათი გამონაკლისია ქართულ რეალობაში, რომელმაც მოახერხა მთავრობის საქმიანობა ერთ ნაკადში მოექცია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ არის შეცდომები, გადაცდომები, ნეგატიური მოვლენები. მთავარია, რომ მთავრობა მათ აღმოსაფხვრელად მეცადინეობს.

ბატონი გიორგი გახარია ის იშვიათი გამონაკლისია ქართულ რეალობაში, რომელმაც მოახერხა მთავრობის საქმიანობა ერთ ნაკადში მოექცია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ არის შეცდომები, გადაცდომები, ნეგატიური მოვლენები. მთავარია, რომ მთავრობა მათ აღმოსაფხვრელად მეცადინეობს

- ვხედავთ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არ ცხრება გარჩევები, ურთიერთბრალდებები მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ საკმაოდ დაბალია იმის ალბათობა, რომ ისინი ამ თემაზე შეთანხმდნენ. დამკვირვებელთა ნაწილი იმაზეც კი საუბრობს, რომ, ერთი მხრივ სააკაშვილი და მეორე მხრივ „ნაციონალებს“ გამოყოფილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერთა განცხადებები ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

თქვენ როგორ შეაფასებდით მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციურ ძალებს შორის მოლაპარაკებებსა თუ კონსულტაციებს და სავარაუდოდ, რა შანსები ექნებათ მაჟორიტარულ ოლქებში ოპონენტებს?

- არ მჯერა, რომ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიცია რეალურად შეძლებს შეთანხმების მიღწევას. ვთქვათ სიმართლე - პარტიები ხომ თავისი სკამებისთვის და არა საქართველოს კეთილდღეობისთვის იღწვიან. ამ თვალსაზრისით, რასაკვირველია, მმართველი პარტია მომგებიან პოზიციაშია. მას ხომ პარტნიორებთან საკინკლაოდ ენერგიის, დროს და ფინანსების ხარჯვა არ უწევს.

არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება დიდწილად იმითაც იყო განპირობებული, რომ მან დაუღალავი შრომისა და კომპრომისების საშუალებით თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება მოახერხა.

სულ სხვაა 2016 წლის არჩევნები, როცა მან ძალა იგრძნო და ის პოლიტიკური პარტიები თუ ფიგურები მოიშორა, რომელთანაც ოპოზიციურობის გარდა სხვა არაფერი აერთიანებდა.

ჩვენ არ გვიყვარს ისტორია, გვეზარება მისი გაანალიზება და დასკვნების გამოტანა. ამიტომ, ჩემი აზრით, რომელიც შეიძლება სექტემბერში შეიცვალოს, თუ ოპოზიციური პარტიები რეალურად არ გაერთიანდებიან და თუ არჩევნებში შეჯერებული სიით არ წარსდგებიან, რისიც არ მჯერა, მათ გამარჯვების მოპოვება გაუჭირებათ.

ჩემი აზრით, რომელიც შეიძლება სექტემბერში შეიცვალოს, თუ ოპოზიციური პარტიები რეალურად არ გაერთიანდებიან და თუ არჩევნებში შეჯერებული სიით არ წარსდგებიან, რისიც არ მჯერა, მათ გამარჯვების მოპოვება გაუჭირებათ

- 120 სადეპუტატო ადგილის ბედს პროპორციული არჩევნები განსაზღვრავს. სოციოლოგიური კვლევებით პარტიულ რეიტინგში „ქართული ოცნება“ ლიდერობს. არჩევნებამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა, ამიტომ სულაც არაა გამორიცხული საზოგადოებრივ განწყობებში შესამჩნევი ცვლილებები მოხდეს.

„ქართული ოცნებიდან“ წამოსული დამოუკიდებელი დეპუტატ ლევან კობერიძის მტკიცებით, „ოცნების“ რეიტინგი იკლებს, „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ რეიტინგს მატება არ უფიქსირდებათ.

მეტიც, მისივე თმით, თეორიულად ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ შეიქმნას მესამე ძალა, რომელშიც არ იქნებიან არც „ქართული ოცნების“, არც „ნაციონალებისა“ და არც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად არსებობს იმის შანსი, რომ დარჩენილ დროში თანამოაზრეების გუნდებმა შეძლონ „ნაცების“ „ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშე მესამე ძალის პოლიტიკური გაერთიანების შექმნა?

- მესამე ძალის შექმნის არ მჯერა - „ლელომ“ ეს უნიკალური შანსი ვერ გამოიყენა. დღევანდელი გადმოსახედიდან, უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება იმ ამომრჩეველთა ხმებს, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ.

მესამე ძალის შექმნის არ მჯერა - ლელომეს უნიკალური შანსი ვერ გამოიყენა

არიან ადამიანები, და მათი რიცხვი, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვიხილეთ, საკმაოდ შთამბეჭდავია, რომლებიც პრინციპულაცდ არ მისცემენ ხმას „ნაცმოძრაობას“ და მისგან გამოყოფილ „ევროპულ საქართველოს“, მაგრამ რომლებიც „ქართულმა ოცნებამაც“ გააწბილა.

„ნაციონალებსა“და „ევროპულ საქართველოზე“ გაბრაზებული და „ოცნებისაგან“ გაწბილებული ადამიანები, თუკი საერთოდ მივლენ არჩევნებზე, ხმას მცირე პარტიებს მისცემენ. ამიტომ, როგორ პარადოქსადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, პარლამენტის გასაღები სწორედ ამ მცირე პარტიების, ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი სახეების, ხელშია.

„ნაციონალებსა“და „ევროპულ საქართველოზე“ გაბრაზებული და „ოცნებისაგან“ გაწბილებული ადამიანები, თუკი საერთოდ მივლენ არჩევნებზე, ხმას მცირე პარტიებს მისცემენ. ამიტომ, როგორ პარადოქსადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, პარლამენტის გასაღები სწორედ ამ მცირე პარტიების, ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი სახეების, ხელშია

უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება ამ მცირე პარტიების საარჩევნო კამპანიების დამაჯერებლობას, მათი წარმომადგენლების ქარიზმას, ასევე, მათ მზაობას „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შესაქმნელად.

ჩვენ საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაში ვიმყოფებით, როცა კოალიციური მთავრობის შექმნის ალბათობა ჯერ-ჯერობით საკმაოდ მკაფიოა.

- სტრატეგია „აღმაშენებელმის“ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრემიერობის კანდიდატად დასახელდა გიორგი ვაშაძე, რომელმაც საკმაოდ ამბიციური 5 პუნქტიანი პროგრამული დაპირებები გასცა.

თქვენ როგორ შეაფასებდით, სტრატეგია „აღმაშენებლის“ პროგრამასა და შანსენს მოახლოებულ არჩევნებზე?

- არც არანაირად არ შევაფასებ. მეჩვენება, რომ ეს ცარიელი სიტყვებია, განსაკუთრებით დაპირება, რომ საქართველოში ღარიბები აღარ იქნება. გიორგი ვაშაძეს სახელწიფო მართვის არანაირი გამოცდილება არა აქვს და ეკონომიკაშიც ვერ ერკვევა.

- ექსპერტმა ეკონომიკურ საკიხებში ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა - „ბანკებმა შეწყვიტეთ ხალხის მოტყუება და დაპირებული 3-თვიანი პროცენტი გადაავადეთ იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო დათქმული და არამეოთხე თვეს, ერთბაშად. რაც უფრო მნიშვნელოვანია, შეუთანხმეთ თქვენი გადაწყვეტილებები თქვენს კლიენტებს და ნუ უწყვიტავთ მათ, როდის რა უნდა გადაიხადონ თქვენი შეხედულებისამებრ.

ამგვარი განცხადებით ბანკებს პრემიერმა გიორგი გახარიამაც დაახლოებით ერთი თვის წინათად მიმართა და როგორც ჩანს, ამაოდ.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს ბანკების მხრიდან პანდემიის პირობებში სახელმწიფოსა და საკუთარი მეანაბრეების წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა?

- ნუ დაგავიწყდებათ, რომ ერთ-ერთი წამყვანი ბანკის სათაო ფიგურები დღეს ოპოზიციაშია. გიორგი გახარიას, როგორც პრემიერს, ბანკებზე დიდი გავლებნა არ გააჩნია სახელმწიფო პროგრამების გარდა. აქ თავისი სათქმელი ეროვნულმა ბანკმა უნდა თქვას, რომლის პრეზიდენტი გამოწვევებს აშკარად ვერ უმკლავდება და რომლის რეაქციები ტრადიციულად დაგვიანებულია.

- ანაკლიის კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თედ ჯონასმა განაცხადა - ივანიშვილი და "ოცნება" ძალიან მგრძნობიარეა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის მიმართ“.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის, კერძოდ, "ქართული ოცნებისა" და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილი მხრიდან კონსორციუმისა და ანაკლიის პროექტის მიმართ მხარდაჭერის არქონა და აგრესიული კამპანია პროექტისა და ინვესტორის წინააღმდეგ რამდენიმე მოტივით იყო განპირობებული. როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს შესაძლოა ამოძრავებდეს პირადი ინტერესები ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც დაკავშირებულია ფოთის პორტთან.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება თედ ჯონასის ბრალდებები და სავარაუდოდ, როგორ შეიძლება დასრულდეს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელი დამოუკიდებელ საარბიტრაჟო სასამართლოში?

- სხვა რა გამოსავალი დარჩენია ტედ ჯონასს? იგი წლების მანძიზე საქართველოში უცხოური კომპანიების საკმაოდ მოკრძალებულ იურიდიულ მომსახურეობას ეწეოდა და მეგაპროექტების მართვისა და კორპორაციული ამალგამირების არანაირი გამოცდილება არა აქვს. კონსორციუმს კი თავის დროზე თავისი ფინანსური ვალდებულებები უნდა შეესრულებინა.

ანაკლიის პროექტში აშკარა ცუგცვანგია. ვერც კონსორციუმი ვერ ახერხებს თანხების მობილიზებას, და აქ მთავრობაზე გადაბრალება აშკარად არასწორია, ვინაიდან სახელმწიფო გარანტიების გაცემა გაუმართლებელი, მეტიც, დანაშაულებრივი იქნებოდა და ვერც მთავრობა შექმნილ ვითარებაში პროექტს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობს.

ანაკლიის პროექტში აშკარა ცუგცვანგია. ვერც კონსორციუმი ვერ ახერხებს თანხების მობილიზებას, და აქ მთავრობაზე გადაბრალება აშკარად არასწორია, ვინაიდან სახელმწიფო გარანტიების გაცემა გაუმართლებელი, მეტიც, დანაშაულებრივი იქნებოდა და ვერც მთავრობა შექმნილ ვითარებაში პროექტს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობს

თუმცა, პროექტი აუცილებლად განხორციელდება, მხოლოდ ერთი კითხვაა - როდის?

- შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უცნაურადაც კი ვითარდება პროცესები. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის უკანასკნელი განცხადებებს ხშირად ადარებენ ჩერჩილის მიერ 1946 წელს ფულტონში წარმოთგმულ სიტყვას, რომელმაც დასაბაბი დაუდო „ცივ ომს“.

ვხედავთ, რომ ევროპის კონტიგენტზეც აშკარად არასასიამოვნო ტენდენციებს აქვს ადგილი. ერთი მრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს განცხადებებს, რომ ბერლინს არ სურს დიდი შვიდიანში რუსეთის არანაირი სტატუსით ხილვა. მეორე მხრივ, გერმანია არ თმობს "ჩრდილოეთ ნაკადის" პროექტს, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის რუსეთის ენერგეტიკულ გავლენას ევროპაში.

და ეს მაშინ როცა, ვაშინგტონმა ამ პროექტში ჩართულ კომპანიებს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ამის ფონზე აშშ-მა 12 000 ამერიკელი ჯარისკაცი გამოყავს გერმანიიდან და უკვე ცნობილია, რომ მათი ნახევარი ევროპის სხვა ქვეყნებში გადანაწილდებიან.

თქვენ როგორ შეაფასებდით საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებს?

- საერთაშორისო პროცესები აშკარად არათანმიმდევრულია და ეს დიდწილად პრეზიდენტ ტრამპის იმპულსური ქმედებებითაა განპირობებული. თუმცა, თქვენ კითხვაში იმდენი პრობლება დასვით, რომ მომიწევს მათზე ნაბიჯ-ნაბიჯ პასუხის გაცემა.

პირველი. გერმანია ყოველთვის ასხვავებდა საგარეო პოლიტიკას ეკონომიკისგან. ამიტომ, ერთი მხრივ, რუსეთის არდაშვება დიდ შვიდეულში, ხოლო მეორე მხრივ, „ჩრდილო ნაკადის-2“-ის ლობირება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ არის.

გერმანია ყოველთვის ასხვავებდა საგარეო პოლიტიკას ეკონომიკისგან. ამიტომ, ერთი მხრივ, რუსეთის არდაშვება დიდ შვიდეულში, ხოლო მეორე მხრივ, ჩრდილო ნაკადის-2“-ის ლობირება ერთმანეთთან წინააღმდეგოაბაში არ არის

მეორე. „ჩრდილო ნაკადი-2“ის მილსადენის გაყვანა არ გაზრდის გერმანიისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე. მერწმუნეთ, მე ამ საკითხებს პროფესიულად ვიკვლევ.

რუსეთს არა აქვს შესაძლებლობა ევროპას წელიწადში 200 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი აირი მიაწოდოს, ხოლო ევროპას, სულ მცირე, 450 მილიარდი კუბური მეტრი აირი ჭირდება.

დღეს რუსეთიდან აირი რამდენიმე მარშრუტით მიეწოდება ევროპას, მათ შორის, ბელარუსისა და უკრაინის გავლით, გათხევადებული აირის სახით, ხოლო „ჩრდილო ნაკადი-2“- ის მშენებლობის დასრულებისას, თუ ეს მილსადენი აშენდა, რაც სათუოა, მას წელიწადში მხოლოდ 70 მილიარდი კუბური მეტრი აირის გადაზიდვა შეეძლება.

ევროპულ ბაზარზე რუსული გაზის ალტერნატივა მხოლოდ ირანული გაზია, რომლის ჩართვა საერთაშორისო პროექტში პოსტ-ტრამპის ეპოქაში იქნება შესაძლებელი

ევროპას დღეს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ უარი თქვას რუსულ გაზზე. არც „სამხრეთი გაზსადენი,“ რომელიც სამხრეთ კავკასიის, ტრანსანატოლიისა და ტრანსადრიატიკის გაზსადენთა სისტემებს გააერთიანებს, იქნება გამოსავალი, ვინაიდან მისი სიმძლავრე 20 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში.

ევროპულ ბაზარზე რუსული გაზის ალტერნატივა მხოლოდ ირანული გაზია, რომლის ჩართვა საერთაშორისო პროექტში პოსტ-ტრამპის ეპოქაში იქნება შესაძლებელი.

და მესამე. მერწმუნეთ, 12 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გერმანიიდან გაყვანა ამ ქვეყნის თავდაცვაუნარიანობას ნამდვილად არ შეასუსტებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა